"რაც არ უნდა კარგი იყოს იდეა, თუ თავის დროზე არ დაიწყე მისი განხორციელება მაშინ იგი ნელ-ნელ უფასურდება." @მე

აქეან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ხვალიდან უკვა დავიწყოთ ფორუმის, ფეხბურთის განყოფილების, დაანონსებული ჩემპიონატის ზაფხულის სეზონი სპორტულ რსრ-ში.

გთხოვთ ყურადღებით გადახედეთ წესებს. შესაძლო გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად წესები იქნება მქსიმალურად დაცული და ორგნიზატორები ამ ასპექტში ვიქნებით ძალიან მკაცრნი

სეზონი შედგება 5 თამაშისგან, თითო თამაში 12 კითხვისგან. თამაშები იწყება ყოველ ოთხშაბათს 23:00 საათზე(შეიძლება გავითვალისწინოთ საზაფხულო არდადეგები და მონაწილეებისა და ორგანიზატორების შეთანხმების შემთხვევაში რომელიმე ოთხშაბათი გამოვტოვოთ)
თემატიკა: სპორტული, თუმცა წამყვანი ადგილი რა თქმა უნდა ეკავება საფეხბურთო კითხვებს.
ახლა
ძალიან მნიშვნელოვანიკითხვებს წერს პატივცემული
Dennis Bergkamp. პირველი კითხვიდან ზუსტად 5 წუთში იდება პირველი კითხვის პასუხი და მეორე კითხვა. შემდეგ ზუსტად 5 წუთში მეოროე კითხვის პასუხი და მესამე კითხვა და ა.შ
პასუხებს ვღებულბ მე პმ-ში, ფორუმის ჩათში ან ფბ-ში (ამაზე გუნდი კაპიტნებთან შევთანხმდები).
ვიღებ პასუხების მხოლოდ ერთ ვერსიას ყველანაირი შესაძლო შეცვლის გარეშე. ასე რომ ჯერ კარგად ჩამოყალბიდით და მერე მომწერეთ. 5 წუთი არის მაქსიმალური დრო მოსაფიქრებლად, თემაში პასუხის დადებიდან ერთი წამის დაგვიანებითაც რომ მოვიდეს თქვენი მონაწერი არ ჩავთვლი. ასე რომ აკონტროლეთ დრო.
მეხუთე შეკითხვის შემდეგ, 5 წუთში პასუხებთან ერთად ვდებთ შედეგებს და ვისვენებთ და ზუსტად 5 წუთში ვაგრძელებთ მეექვსე შეკითხვას, ანალოგიურად ვიქცევით მეცხრე შეკითხვის შემდეგაც.
რაც შეეხება მონაწილე გუნდებს, ესენია:
ესპანეთი
იტალია
ინგლისი
გერმანია
დანარჩენი მსოფლიო
იმედია 5-ვე ადგილი შეივსება, ამისთვის მინდა ვთხოვო იტალიის წარმომადგენლებს და ტურნირის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ სტრატეგიულად სასარგებლო გადაწყვეტილება

დათმონ ვალო გერმანელების სასარგებლოდ. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ ისედაც ბევრნი ხართ გერმანელებისგან განსხვავებით. იმედია არც ერთი გუნდი და არც ვალო არ იქნებიტ წინააღმდეგი.
"დანარჩენი მსოფლიოს" გარდა ყველა გუნდის წრმომადგენელთან მაქვს კონტაქტი და დიდი ალბათობით ეს 4 გუნდი დაკომპლექტდება. ხოლო მათ, ვისაც სურვილი გაქვთ თამაშის და ჯერ არც ერთ გუნდში ხართ, გთხოვთ დაწეროთ ამის შესახებ და ყველანაირად მოგეხმარებით გუნდელების მოძიებაში.
ბარემ გუნდის წევრების რაოდენობასაც შევეხოთ. გუნდში უნდა იყოს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 6 მოთამაშე. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ონლაინ რსრ-ს სათამაშოდ ოპტიმალურთან მიახლოებულია გუნდში 4 მოთამაშის ყოფნა. ასე რომ ჩემი თხოვნა/რეკომენდაცია იქნება თუ რომელიმე გუნდში უფრო მეტნი ხართ ბალანსისთვის გადანაწილდით სხვა გუნდებში.
და ბოლოს ქულები, ყოველი ტურის შემდეგ თითოეულ გუნდს ენიჭება იმდენი ქულა რამდენ შეკითხვასაც უპასუხა სწორად. დამატებით 2 ქულა ენიჭება ტურის გამარჯვებულს. თუ 12 კითხვაში გამარჯვებული არ გამოვლინდა, პოტენციური პირველადგილოსანი გუნდები თამაშობენ დამატებით შეკითხვას. იგებს ის გუნდი რომელი გუნდის კაპიტანიც უფრო მალე მომწერს სწორ პასუხს. თუ ვერც ერთმა გამოიცნო მაშინ კითხვაში ვამატებთ მინიშნებებს იქამდე სანამ არ გამოვავლენთ გამარჯვებულს. ასე რომ გამარჯვებული ეყოლება ყოველ ტურს, ხოლო სეზონის გამარჯვებული გუნდი გახდება ის რომელიუც დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას ჯამში.
სულ ეს არის, თუ რამე შეკითხვები ან იდეები გაქვთ აქ ვარ.