gauchoნუ, არც ერთმა გავშალეთ თემა და საკუთარი მოსაზრებები ბოლომდე არ გვითქვამს, მხოლოდ მშრალი ფაქტებით, სტატისტიკით საუბარი თუ გვინდა, გაუგებარია 27 თასი რომ "მოტეხე"
მესმის, რატომაც გააკეთე, ნაკლებმნიშვნელოვნად თვლი და ეგ გასაგებია, მაგრამ მაგ ლოგიკით, როგორც ვთქვით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ და თითოეული ტიტული უნდა ავწონოთ, შევაფასოთ რამდენად წონადია, მაგრამ ამას როდესაც არ აკეთებ (ან როგორი გასაკეთებელია :დ) რაოდენობით არანაკლებ ტიტულებს ვდებ საპირწონედ
მაგრამ მხოლოდ ტიტულებით ვერ დაადგენ ვინმეს პირველობას, მე როგორც აღვიქვამ, საერთოდ წარმოუდგენელია ვინმეს პირველობა მიანიჭო მასე, ანუ რა იგულისხმება დიდ გუნდში თუ დიდ კლუბში, რამე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გრანდებად მოვიხსენიოთ. ამიტომაც ვამბობ, რომელიმე ტურნირზე შეიძლება გუნდი იყოს პირველი, რადგან მარტივად დათვლი ტიტულებით, მაგრამ საფეხბურთო ისტორია 1955 წელს არ დაწყებულა და მაგ პერიოდშიც არსებობდა ალტერნატიული ტურნირები.
შენ თქვი, რატომ არის ბრაზილია ნომერ პირველი საფეხბურთო ქვეყანაო და ინგლისი ვახსენე მაგ დროს. რომ გეთქვა ნომერ პირველი ნაკრები, მარტივი აღსაქმელი იქნებოდა, რადგან მსოფლიო თასებია მაგის განმსაზღვრელი, მაგრამ ეს ბრაზილია სამხრეთ ამერიკის პირველობაში სულაც არ არის პირველი :დ საფეხბურთო ქვეყანა არის და თან ძალიან მაგარი, მაგრამ მაგაში ვინმეს პირველობას ვერ მიანიჭებ, რადგან თუ ვინმე პირველია, ვინ არის მეორე, ეგეც უნდა გაირკვეს, რომ შეეცილოს მაგაში. შენი ლოგიკით ურუგვაი>ინგლისი, მაგრამ როგორი სათქმელია ურუგვაი უფრო მაგარი საფეხბურთო ქვეყანააო, როდესაც ინგლისში რეგისტრირებულია 40 ათასი საფეხბურთო კლუბი და ისედაც, ფეხბურთის სამშობლოა
ამიტომ, როდესაც გრანდების თემაა, ვერ იტყვი ვინმეს პირველობაზე, ეგ მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებაა და როდესაც ასე უნდა განვსაზღვრო, მაშინ ვინც მიყვარს, ის არის N1 ჩემთვის და ვერავინ დამიმტკიცებს რომ სხვა ჯობია მას სიდიადეში
პ.ს. როდესაც გრანდების ჩემპიონატის ჩატარების იდეა გაჩნდა, მაშინ ერთ-ერთი მიზეზი მაგის უარყოფის, იყო არგუმენტი, რომელი გრანდი პირველ ადგილზე იქნება, რომელი ბოლოში, ეგ ცუდად აღიქმება გულშემატკივრებშიო
პ.ს.ს. შეიძლება არ დამეთანხმო, მაგრამ ვერც მე დაგეთანხმები, რადგან მხოლოდ ერთი კრიტერიუმით არც მიცდია მე შეფასება , უფრო მეტი კრიტერიუმი მჭირდება
უფრო მეტი ვიდრე კლუბი