ფორმები მეც მომეწონა, ეს საყელო კი არ ვარგა, მაგრამ საერთო ჯამში კარგია
ტრანსფერებს რაც შეეხება და მომავალ სეზონს:
ჰუმელსი იდეალურია, სახელებით მსოფლიოს საუკეთესო დაცვა გვყავს, ახლა ანჩელოტიზეა, როგორ სისტემას ააწყობს
რენატოს ბევრი თამაში არ მაქვს ნანახი, ვიცი რომ დიდ ტალანტად ითვლება, ფასი ძალიან გადამეტებულია, მაგრამ რაცაა ეგაა
გიოცე არ გაუშვან რა. მაგრად დამწყდება გული, ერთი წელიც აცალონ, თუ ანჩელოტისთანაც ვერ გაქაჩა, მერე წავიდეს
კიდევ უნდა გუნდს გაძლიერება ისე
ნუ მეკარეები გასაგებია, აქ ყველაფერი იდეალურადაა
ფლანგის მცველებშიც მე ვფიქრობ ჯერ არაფერია შესაცვლელი
ლამი ერთ წელს კიდევ თავისუფლად გაქაჩავს, რაფინია თუ მყარად სათადარიგო იქნება, იყოს
იგივე იქითაც. ალაბა და ბერნატი სკამისთვის ცუდი არაა
ცენტრში - ბოატენგი-ჰუმელსი ძირითადში
მაგრამ ეს ორივე ტრავმატულია, მარტინესი საყრდენზე მინდა, ამიტომ ბენატია დატოვონ სკამის მცველად და ერთი მცველი კიდევ მოიყვანონ, ტასკიმ გააჯვას საიდანაც მოვიდა და ბადშტუბერი ოფიციალურად მიცვალებულია, ანუ მაროკოელი თუ არ დარჩა, 2 ცენტრია მოსაყვანი
საყრდენ/ცენტრალურ ზონაში ჩემი აზრით საკაიფო სიტუაციაა
ხავი და ვიდალი აუცილებლად, ასევე რენატოც და ტიაგოც, კიმიხმაც მიიღოს გამოცდილება მანდ და მე მეიმედება მაგ ბიჭის
რავი ჩაბი ალონსომ მგონი გაახანგრძლივა 1 წლით და ალბათ დარჩება, ღრმა ზამენად იყოს
მანდ მეტი არავინ გვინდა
როდე წავიდეს, ვოლფსბურგებში უპრობლემოდ გაქაჩავს ძირითადს, აქ მეცოდება, ტყუილად დაკარგა დრო, საერთოდ არ უნდა მოსულიყო
თუ კაი ფულს გადაიხდიან, წავიდეს ტიაგო და კროოსი დავაბრუნოთ
მარცხნივ შეტევაში რიბერი და კოშტა
რიბერი მგონი კიდევ გაქაჩავს 1 სეზონს მაღალ დონეზე, კოშტა აქ ბევრს არ მოგწონთ, მაგრამ მარცხნივ როცა იყო, სულ კარგად ითამაშა, პირველ წრეში ბრწყინავდა, ერთი წელი კიდევ უნდა შევხედოთ და თუ ამ 2-ს დავტოვებთ, მაშინ ახლის მოყვანას აზრი არ ექნება
იგივე იქითაც რობენი და კომანი
+ გიოცე თუ დარჩა
თავდასხმაში მიულერი, ლევანდოვსკი..... ერთი კარგი თავდამსხმელი უაცილებელია, ვინც სკამზეც დაჯდება და იმის თავიც ექნება საჭირო დროს გარდატეხა შეიტანოს თამაშში
მოკლედ, ერთი სკამის ცენტრალური მცველი და ერთი სკამის თავდამსხმელი აუცილებელია
+ ბენატია, ბერნატი, რაფინია, ტიაგოდან ვინმე თუ წავა, მათი შემცვლელი იქნება მოსაყვანი
გიოცე თუ წავა ასევე ერთი კარგი შემტევი იქნება მოსაყვანი
რავი შემადგენლობა ამ წუთისთვისაც უზომოდ ძლიერია, მთავარია როგორ სისტემას ააწყობს კარლო
მეკარე და დაცვა სახელებით იდეალურია + მათ წინ მარტინესი და ვიდალი, აწი უკვე მწვრთნელზეა, ამ მასალით გაუვალი კედელი უნდა ააშენოს + მაგარი შეტევა თავისი ფლანგებით და თავდასხმით
თან იქნებ ტრავმებსაც ეშველოს ცოტა, მაგ მხრივ კარლო არ ვიცი როგორია, მარა ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს
მე იმედით ვუყურებ მომავალ სეზონს, მაგრამ მე გვარდიოლასი კიდევ უფრო მეტად მჯეროდა თავიდან