იტალია შვედეთი იყო უსვარკესი თამაში
ჯობდა რომ 0-0 მორჩენილიყო, პატარა ცივი შხაპივით მიეღოთ და გამოფხიზლებულები უფრო კარგად გააგრძელებდნენ ტურნირს ჩემი აზრით, მაგრამ არაც იყო იყო
კონტემ ერთი სერიოზული ნავსი გატეხა, 2000 წლიდან იტალია ჯგუფში მეორე თამაშს ვერ იგებდა, 7 მცდელობოდან 5 ფრე 2 წაგება ქონდათ
პირველი რაც უნდა ვთქვა ისაა რომ გუნდს წინ აქვს 0 ფანტაზია 0 შეტევა 0 კრატივი 0 კომბინირება, არ ვიცი რას იზამს უკეთესი ფეხბურთელებით ჩვენთან, იტალიაში კონტეს სურვილიც არ აქვს თითქოს წინ რამე შექმნას დაცვითი ფეხბურთელების მოკლების ხარჯზე
შვედეთს ჩარჩოში არ დაარტყმევინეს, ბელგიამ 2 ჯერ დაარტყა მარტო, პრინციპში დაცვაში ძალიან კარგად გამოდით ყველაფერი, დაკეტილია ყველა ზონა, განსაკუთრებით ფალნგებია საიმედოდ დახშული
კიელინი მაგრად არ მევასება მარა დღეს იბრა ააორთქლა საერთოდ, აი ის მომენტიც როც 5 მეტრიდან ცარიელ კარში ვერ მოარტყა მთელი თამაშის მანძილზე სიმჭიდროვემ და დისკომფორტმა უქნა, ამოაგდო ტონუსიდან იბრა
ედერი მომეწონა ძაან

აი გოლამდეც ვაპირებდი ამის დაწერას თუ დამიჯერებთ, აი ეტყობა ტიპს რომ ინტერელია

არავის არ ევასება, ყველა აგინებს, ყველას ეზედმეტება, კონტემ თავისთავზე აიღო პასუხისმგებლობა, უთხრა მჭირდები გატამაშებ ოღონდ 90 წუთი არ უნდა გაჩერდეო!!!!აი დააკვირდით 70 წუთზეც ტიპი შვედეთი მცველებთან მირბის პრესავს რომ 3 წამი ბურთის წყნარად მიღების და დაფიქრების საშუალება არ მისცეს, აი ედერი რომ ეგრე მუშაობს და მაგასთან ერთად სხვა წინა ხაზელებით მაგიტომ ჩანს იტალია ასეთი მობილური და ფაქტიურად დაცვაში ცაჯდომა და ავტობუსი იზნაჩალნა გამორიცხულია
დეროსი რა თქმა უნდა ძალიან გამოცდილია, მაგას რომ რამე მოუვიდეს ან წითელი ან ტრავმა მერე რა უნდა ქნან არ ვიცი
გამიკვირდა მოტა რატომ ყავს გაბენჩილი, ტიპმა რეალები ჩელსები სიტები ლიგები გამოიარა და მაიც ვიღაცა პაროლა ურჩევნია, ნუ კონტემ უკეთ იცის რა თქმა უნდა არაფერს ვიძახი
ღმერთმა დაგვიფაროს და კანდრევა არ მოიყვანონ ჩვენთან

აი 20 ევრო კი არა უფასოდაც არ გვჭირდება, უკან საკმაოდ ყურადრებიანია იცავს აზღვევს მარა წინ არის უდებილესი ფეხბურთელი აი უდებილიეისი უფანტაზიო უკალსო
ფლონენცის არაუშვადა, იგრძობა რომ ტიპს მეტი შეუძლია, ბურთსაც უკეთ ეპყრობა
ჯაკერინიმ კარგად შემოინახა ტავი ბოლოში, პატარაა თხელია და მეტი ენერგია შემორჩა, კაი ჩაუწოდა პაროლას
რაც შეეხება პელეს

ნუ კონტემ იცის რატომაც უნდა, ალბათ ერთადერთი 195 სმ იმედი აქვს სადმე თორემ აი ძძალიან სამარცხვინო ფეხბურთელია. ერთი შეხებით მაინც ნუ ცდილობს რამის გაკეტებას, თავს უფრო ნუ იბანძებს, ჯერ 3-4 შეხებით გააჩეროს ბურთი უპასოს ვინმეს მანდედან დაიწყოს
რა დრო დაუდგა იტალიას ვინ ყავს სასტავში
ამ თემაში უმეტესობა პატარები ხართ არ გემახსოვრებათ და გეტყვით, დაახლოებით 20 ოდე წლის წინ იტალიას ყავდა ბაჯო ძოლა რავანელი ვიალი კაზირაგი იყვნენ ახალი თაობის ტალანტები დელპიერო ვიერი ზმები ინძაგები კიეზა, აღარ ვახსენებ მანჩინის სინიორის და კიდევ ერთი 5 კაცი შეიძლება დაასახელო ტოპ დონეზე თამაშობდნენ, ვინ დაეყენებინათ არ იცოდნენ და დღეს რა დღეშია ნაკრები, საცოდაობაა
მთავარია პირველ ადგილებზე გავიდნენ იტალია და ესპანეთიც რომ 1/8 აცდნენ, დანარჩენი ყველასთან კაი შანსებია, მერე ფინალი შეიძლება გამეორდეს