ვალენსიასთან არ გაგვიჭირდება მოგება, ჩემი ღრმა რწმენით
გაქვთ რამე იმედი ლა ლიგის?
ესპანიოლის კამპ ნოუზე დიდად არ მეიმედება, თუმცა ბოლო ტურში არის მცირედი შანსები.
თან, ესპანიოლის მხრიდან ერთხელ ისეთი საჩუქარი გვახსოვს, იმედია, ეგრე ითამაშებენ კიდევ. პრინციპში, ბარსას ჩემპიონობა წაართვან, არაა პატარა მოტივაცია.
მოკლედ, მოინდომებენ, მაგრამ ძალიან მცირეა მაგათი შანსები მაინც. არაა გამორიცხული, ვაფშე ამოტენონ.
ბოლო ტურში გრანადაა.
გრანადა გადასარჩენად იბრძვის და მაგ მატჩში გადაწყდება მაგათი ბედი, ჰოდა, 1 ქულისთვის მაინც სახეს აიძრობენ.
ახლა გრანადა მე-16 ადგილზეა 36 ქულით და სამი გუნდი მოსდევს უკან 35-ებით. მოკლედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამათთვის ქულების აღება და იმედი ვიქონიოთ, რომ ახლა ბოლოსწინა ტურში სევილიასთან გასვლაზე ვერ გაინაღდებენ ლა ლიგაში დარჩენას.
მოკლედ, ბარსას ქულების დაკარგვის შანსები ეს არის. ძალიან მცირეა მთლიანობაში და მგონია, რომ არ მოხდება, მაგრამ თუ რამის იმედი შეგვიძლია ვიქონიოთ, ესპანიოლის, როგორც პრინციპული მეტოქის და გრანადას, როგორც გადარჩენისთვის მებრძოლისთვის, პლუს სახლში, ბოლო ტურში, სადაც ან მაგათ დარჩენას იზეიმებს ერთი მხარე, ან ბარსას ჩემპიონობას მეორე. იმედია, ქუინზ პარკი სიტისავით, ყველა ბედნიერი არ დარჩება

ატლეტიკოსთან საქმე უფრო რთულადაა, რთული მატჩი არცერთი არ დარჩათ, თუმცა, ამათი ჩემპიონობა მირჩევნია ბევრად ბარსას ჩემპიონობას.
ჯერ ერთი, ფინალისთვის უკეთესია ლა ლიგას თუ მოიგებენ, მთლად პირში ჩალაგამოვლებულად დარჩენის საფრთხე აღარ დაემუქრებათ და თან, ისედაც, ბარსას რამის მოგებას, ყოველთვის სხვა ნებისმიერი გუნდის მოგება მირჩევნია.
ატლეტიკოს დარჩა ლევანტე, რომელიც გავარდნილია და თეორიული შანსიც არ აქვს, შესაბამისად, უმოტივაციოდ იქნებიან და წესით უპრობლემოდ უნდა მოუგოს ატლეტიკომ, თუ რამე არ გაიჩალიჩა თავისით. გადაღლილები იქნებიან და ეგაა ერთადერთი იმედი მცირე. თან მაინც გასვლაა და გასვლა არასოდესაა მარტივი, მაგრამ სხვა მეტი საიმედო მაგ თამაშში არაფერია.
ბოლო თამაში სახლშია სელტასთან. სელტა კარგი გუნდია, მაგრამ მეტწილად ეგენიც უმოტივაციოდ არიან, ევროპის ლიგაზე თამაში პრაქტიკულად განაღდებული აქვთ, თუ ამ ტურში მალაგასთან არ წააგეს და თავის მხრივ, მეშვიდე ადგილზე მყოფმა სევილიამ არ მოიგო. მერე უკვე დასჭირდებათ ატლეტიკოსთან ქულები მაგრად. ჰოდა, ამ ტურში ამ შედეგებსაც უნდა ვუგულშემატკივროთ, იმისთვის, რომ ბოლო ტურში ბარსა-ატლეტიკოს მიერ ქულების დაკარგვის შანსები იყოს.
მოკლედ, ასეთი სიტუაციაა. ჩემი აზრით, ლა ლიგა წაგებულია, რადგან ბარსამ თუ გატეხა, ატლეტიკომ მაინც უნდა მოიგოს ყველა წესით, თუმცა, ვნახოთ, ჯერ კიდევ 1 თვის წინ იმასაც ვერ ვიფიქრებდით, რომ აქამდე მოვიდოდა საერთოდ საქმე