ნუ კასილიასის თემა ისეთი მომენტია რა, შეიძლება ერთის მხრივ თქვა რომ კლუბის ლეგენდებს სათანადო პატივს არ სცემენ და ა.შ. მაგრამ თავისი დადებითი მომენტიც აქვს მაგას. ის რომ ხელშეუხებელი არავინაა და არავის წააყვანინებენ პარადს უაზროდ.
სწორედ მაგის გამო რეალს არასდროს დაემართება ის რაც დაემართა თუნდაც მანჩესტერს, ფერგიუსონი რომ უსაზღვრავს კლუბის პოლიტიკას.
წარმოიდგინეთ დელ ბოსკემ რომ უკარნახოს პერესს ვინ დანიშნოს და ვინ არა.

ნუ მეორე მომენტია რომ სამაგიეროდ ბენიტესისნაირი ქინძი შეიძლება გაიჩითოს შემთხვევით მაგრამ ეგ შეცდომაც გამოასწორეს მალევე.
კასილასის ირგვლივ დრამატიზება კიდევ გადამეტებული მგონია იმჰო, მასე ნავასი ლაფატკაზე იყო შემოდებული შარშან, მაგაზე დიდი დემოტივატორი რაგინდა. მაგრამ ტიპმა კარიერის სეზონი დადო.
უბრალოდ ობიექტურად ვეღარ ქაჩავდა კასილიასი მაღალ დონეზე, და თვითონვე უნდა მიმხვდარიყო რო წასვლის დრო იყო. ვერ მიხვდა და მიახვედრეს. სულ ეგაა. თორემ კლუბის ლეგენდა, წმინდანი და მაჰათმა განდი რომ არის, არავინ დავობს