Celeste1-შია

ხორვატებს აი თურმე რაზე გაუტრაკებიათ
http://www.sportall.ge/euronews2016/93178-...dals-video.htmlუნდა გკითხოთ ხორვატია-ჩეხეთის სკანდალურ მატჩზეც, რომლის დელეგატიც ნოდარ ახალკაცი გახლდათ...
- ეს არ იყო ამ კონკრეტულ შეხვედრაში განვითარებული მოვლენების შედეგი. სხვათა შორის, უეფას რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ასეთი რამე იგეგმებოდა.
საქმე იყო შემდეგში: დღეს ზაგრების "დინამოს" ყოფილი პრეზიდენტი ზორან მამიჩი არის ციხეში. ბევრი მიიჩნევს, რომ ის და მისი ძმა ზდრავკო "რუხი კარდინალები" არიან და ხორვატულ ფეხბურთში სიტუაციას აკონტროლებენ. სხვათა შორის, ზდრავკო მამიჩი სტადიონზე იყო.
რას ერჩიან "დინამოს" ულტრასები მამიჩს? ისინი თვლიან, რომ მისი პრეზიდენტობის დროს "დინამოდან" ძალიან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, გუნდს კი ფინანსურად მაინც არ ულხინს.
გარდა ამისა, მათი ვერსიით, მამიჩის მიერ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად "დასმულმა" დავორ შუკერმა მოიყვანა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ანტე ჩაჩიჩი, ვისაც ხულიგანი ულტრასები არ ემადლიერებიან.
ეს აქცია მამიჩების წინააღმდეგ იყო ორგანიზებული და მასში რამდენიმე კლუბის ულტრასები მონაწილეობდნენ. მათ შორის ჭარბობდნენ "დინამოს" ულტრასები. სულ სამი დაჯგუფება იყო. ყველა მათგანს ჰქონდა თავისი ფუნქცია. ერთ-ერთი ჯგუფის ფუნქცია იყო მინდორზე შეჭრა და ჩეხი ფეხბურთელების დაზიანება. დამეთანხმებით, ეს იქნებოდა საერთაშორისო
სკანდალის ტოლფას ეფამ იცოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მობილიზებული იყო სპეცრაზმი, ოღონდ სტადიონის სარდაფში, რათა პანიკა არ გამოეწვია. როცა დაიწყო პეტარდების სროლა, რაზმი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
სხვათა შორის, შესვენებაზე უეფამ მიიღო ცნობა, რომ არეულობა 85-ე წუთიდან დაიწყებოდა. ეს ასეც მოხდა. მინდორზე 15 პეტარდა გადმოვარდა. არადა, ჩაფიქრებული იყო გაცილებით დიდი მასშტაბის არეულობა.
პეტარდების შეტანაში ხორვატ ულტრასებს "სენტ ეტიენის" ფანები დაეხმარნენ, რომლებიც ცნობილები არიან თავიანთი გამოხდომებით. ამ დროს ძალიან დიდი სამუშაო გასწია მატჩის დელეგატმა ნოდარ ახალკაცმა. უსაფრთხოების ყველა ზომა მასთან თანხმდებოდა.
ამ შეხვედრას დაესწრო ჩვენი მეგობარი, ავღანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტარ სეგრტი. მატჩის შემდეგ ის შეხვდა თავის ახლო მეგობარს, ხორვატული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, რობერტ პროსინეჩკის.
მატჩი რომ დასრულდა, ხორვატიის ნაკრების ქომაგები ულტრასებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ჩათვალეს, რომ ხულიგნების გამოხდომამ ხორვატიას მოგება წაართვა.
P. S. უეფამ ხორვატიის საფეხბურთო კავშირი ინციდენტის გამო 100 ათასი ევროთი დააჯარიმა, ულტრასების ნაწილს კი ევრო 2016-ის დარჩენილ მატჩებზე დასწრება აეკრძალა.
This post has been edited by George Best :) on 21 Jun 2016, 17:56