ეგ თამაში თუ მოსაგებია აგუეროს გარეშეც უნდა მოიგონ, აღარაა ეს პელეგრინის ან მანჩინის გუნდი როცა ცალკეულ ინდივიდუალისტებზე იყო
დამოკიდებული, სისტემაა და ამ სისტემამ თU იმუშავა და მეტოქე გუნდის სისუსტეები აღმოაჩინა პრობლემა არ იქნება. ასე რომ დაიკიდეთ

თან ეს მანჩესტერი ახლა შენდება, 2 თვის მისულია ჟოზე, ბარსასთან ან რეალთან რომ დაგვაკლდეს აგუერო კიდევ შეიძლება ნერვიულობა იქ თითოეული
მომენტი გადაწყვეტს ყველაფერს. მაგრამ ეს თამაში თუ მასე თითოეულ მომენტზე იქნება დამოკიდებული ეი გუარდიოლას სისტემა ვერ იმუშავებს.
ტურეს რაც შეეხება ეგ ხომ გავარჩიეთ რა და როგორ იყო

კონტრაქტი უმთავრდება და არ მიდის, თავისუფალი აგენტის სტატუსით უკეთეს ვარიანტს გაჩითავს.
თორემ თამაშით არამგონია ათამაშონ, აგერ ლიგის განაცხადშიც არ ჩასვა პეპმა.
ჟესუსი კარგი ბიჭია მაგრამ არ ღირს აჩქარება. მიიყვანოს ბოლომდე დაწყებული საქმე ბრაზილიის ჩემპიონატში, ამბობენ თუ ლიბერტადორესზე გავიდა პალმეირასი შეიძლება დართონ თამაშის ნებაო. მე უფრო ჟესუსს მომავალი სეზონისთვის განვიხილავ, იქამდე გუარდიოლა აგუეროს და მის ჯანრმრთელობას გამოცდის

თუ შეატყობს რომ აზრი არ აქვს და ჭირიანია, ალბათ უნდა ველოდოთ რომ ჟესუსი თავიდანვე ჩაჯდება და სანე - ჟესუსი - სტერლოს შეტევა იქნება ძირითადი. რაც მე სანჩესის ვიდეო ვნახე და პეპის გინება, წარმომიდგენია აგუეროს რომ წინა წლებივით ქრონიკულად დაეწყოს რას იზამს გუარდიოლა, არ მოითმენს, გამორიცხულია