ხოდა მაგ კულტზე არ გეკითხები, ეგ ყველამ იცის და არავინ კამათობს
საფეხბურთო ასპექტებით მაინტერესებდა და გასაგებია შენი აზრი, მარადონა უფრო წინ ყოფილა შენთვის, გასაგებია.
მე, რა თქმა უნდა, არ მინახავს ლაივში მისი თამაშები
მაგრამ რაც მაქვს ნანახი არცერთ კომპონენტში მესიზე გამოკვეთილად მეტი არ ყოფილა, ბევრში ჩამორჩებოდა კიდეც.
სუფთა საფეხბურთო კომპონენტებში წარმოუდგენლად მიმაჩნია ვინმე მესიზე მეტი იყოს, ყველა პლიუს-მინუსი რო დააჯამო,
შეიძლება რაღაც ვიღაცას მეტი ქონდეს, მესის ნაკლები, მაგრამ საბოლოოდ მაინც მესები წინ იდგება.
ნაკრებში წარმატება საჭირო იყო საყოველთაო აზრის ჩამოსაყალიბებლად და ბეჭდის დასარტყმელად

ანუ როგორც ფიგურის ულაპარაკოდ მარადონაზე წინ დასაყენებლად
უპირობო ლიდერობით მოგებული მუნდიალი ტიტულზე მეტია და მაგიტომ.
მაგრამ იმენა ჩვენ, მე და შენ, ყოველ კვირას ხო ვხედავთ რაც არის და როგორიც არის?
მუნდიალის 7 თამაში მესის საფეხბურთო შესაძლებლობებზე წარმოდგენას შეგიცვლის? იქ რომ იგუაინს გაეტანა, ან პალასიოს, ან თუნდაც მესის და მოეგოთ 2014ში, მერე ? :დ
ბარსას ფანების შემდეგ ყველაზე მეტად თქვენ იცით რასაც წარმოადგენს მესი
რა შეუძლია გააკეთოს მოედანზე, როგორი გოლი,როგორი დრიბლინგი ან როგორი პასი შეუძლია დადოს
მეეჭვება ვინმეს, სადმე სხვაგან, ოდესმე, მესის მსგავსად, წლების მანძილზე ასე სტაბილურად დაედო ტოპდონე, არ მეგულება მე ეგეთი კაცი, არათუ ფეხბურთში, არამედ არცერთ სპორტში

ეს ჩვენი თაობა არის რო ჩააცივდა, ქილიკობს და დაცინის მესებს უმუნდიალობაზე და ნაკრებში უტიტულობაზე
თორემ იგივე კრუიფი, მუნდიალი კიარა ტიტულიც არ აქ ნაკრებში, ვინმე სადნე ამის გამო აკნინებს მას? მეეჭვება რაღაც.
არაუშავს, გაივლის წლები, მესიც დაანებებს თავს თამაშს
აი მერე მოგვენატრება, გავიხსენებთ, სწორად დავაფასებთ.
დროის ამბავია, სიცოცხლეში/ფეხბურთიდანწაუსვლელად ვინ შეუფასებიათ დამსახურებულად, არ ყოფილა ეგეთი შემთხევვა, რაღა მესიზე იქნებოდა
This post has been edited by ფიესტა on 28 Jun 2016, 14:12
"Winning is an important thing, but to have your own style, to have people copy you, to admire you, that is the greatest gift.” © Johan Cruyff