თუ გინდათ პესიმისტი მიწოდეთ, მაგრამ ამაზე უკეთესი სეზონი არ გველოდება
დაჟე მე-4 ზე თუ გავალთ ამაზეც მადლობა უნდა ითქვას
მიზეზები:
1) ყველა სერედნიაკიდან და გრანდიდად დაწყებული გუნდი ძლიერდება და ჩვენთან არაფერი იწერება (სავარაუდოდ არც დაიწერება ნეგრედოს დონეზე მეტზე)
2) არ გვყავს ტრენერი რომელსაც შეუძლია ფეხბურთელებისგან 50% მაინც რომ ამოიღოს
3) პრეზიდენტად გვყვავს ტიპი რომლისთვისაც ბიზნესი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფეხბურთი
4) რა სტარტიც ამ სეზონში გავანიავეთ ეგეთი სტარტის შანსი აღრაა, თან როდესაც 90% იღბალზე იყო დამოკიდებული ვიდრე სხვა დანარჩენზე
5) არსებული ფეხბურთელების მოტივაცია 0, ვისგან არის ან რისგან არის ეს გამოწვეული. (მწვრთნელისგან, პრეზიდენტისგან) ამას მნიშვნელობა არააქვს
6) ტოჰირის თქმით მოვა 3-4 კაცი და ამას უნდა შეეწიროს თან ვიღაც. (ანუ გუნდის კლუჩევოი იგროკი)
ეხლა შეიძება დამიწეროთ ჯერ მოიცა რაიცი ვინ მოდის ან რა ხდებაო, მაგრამ აქვე გიპასუხებთ, ვისი მოსვლის იმედი გაქვთ?
ჩემპიონატის მოგებაზე კი არა მე-3 ადგილზე გასვლაც კი საოცნებო იქნება ჩვენთვის
აი როგორც გუნდები ლიგის მოგებაზე ოცნებობენ, ჩვენ ეგრე მე-3 ადგილისთვის უნდა ვიოცნებოთ.
==================================
ეხლა რაც შეეხება მანჩინის.
მთელი სეზონია ამის გინებაში ვათენებ და ვაღამებ და უკვე თითქოს დავიკიდესავით და ასე თუ ისე ობიექტურად ვუყურებ
დეკადაში ერთხელ ხდება როდესაც ჩემპიონატში ყველა გრანდი იჯვავს და შენ (აწმყოში მყოფ სერედნიაკს) გეძლევა შანსი რომ გაძვრე ლიგაზე ან ყველაზე კაი ვარიანტში მოიგო ჩემპიონატი
რაც მოხდა ამ სეზონზე, აუარებელი იღბლით აღებული ქულების და სხვა გუნდების ჩაჯმული თამაშების შედეგად ზამთრის ჩემპიონმა გუნდმა 13 ქულით წააგო მე-3 ადგილთან?
რაც მოხდა კუნძულზე და რანიერიმ მოიგო ჩემპიონატი... ნორმალურად მოაზროვნე ტრენერმა აიღო და გაიყვანა გუნდი პირველ ადგილზე
ეხლა მოდით და შევადაროტ ლესტერის და ინტერის ფეხბურთელები ერთმანეთს
მოდიიი ამის მერე და თქვი არაა ტრენერის ბრალიო, არაობიექტურობიზ ზენიტშია ვინც ფიქრობს რომ პირდაპირპროპორციულად მხოლოდ და მხოლოდ მანჩინის ბრალი არააა
და კი ის მიღებული წითელ-ყვითლების მანჩინის ბრალია.
არვიცი გაქვთ თუ არა ნანახი ვიდეო სადაც ჟოზე ბალოტელის ყვითელზე საუბრობს, 15 წუთიანი შესვენების დროს 14 წუთი მასთან დავხარჯე ამ ყვითელზე ლაპარაკში
რომ არავითარ რეაქციას აყვე და მეორე ყვითელიც არ მიიღოო, ცოტა იუმორისტულ თემას ეხება მაგრამ სიმართლეს იძახის.
დისციპლინა 0 ია გუნდში და იმიტომ იღებენ ესე პანტა პუნტით ყვითელ-წითელს
დატოვებული სივრცეები, რის შედეგადაც მწვავდებოდა სიტუაცია და როცა ვერ ასწრებდნენ ამის შედეგად იღებდნენ ყვითელ/წითელს
იშვიათია შემტევი სტილის ფეხბურთელისგან დადგეს კარგი მწვრთნელი ძალიან იშვიათია
გაუშვა ჯერ ერნანესი, სხვისთვის ბარსასთვის, რეალისთვის და დედამოტYნული ზებრისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო მეორე საკითხია
ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი?
იყო!!!
მერე გაუშვა გუარინი და ამის მაგივრად მოიყვანა ედერიიიი
რის შედეგადაც ცენტრი დატოვა პამპერსით მორბენალ ბროზოვიჩის, საგიჟეთიდან გამოქცეული მელოს და პაკრიშკაზე მორბენალი პიტბულის იმედად
იმის მაგივრად რომ იმ 12-13 მილიონით ეჩალიჩა დაეთრია ვინმე ცენრტისთვის 1-2 სერედნიაკი კაცი მაგრამ კაციიიიი, რომელიც შემოვიდოდა და ოდნავ რაღაცას გააკეთებდა
საბოლოოდ კი შედეგი არის ის რასაც ვხედავთ
ასე რომ მოდით ცოტა ობიექტურად უყურეთ აქ ზოგ-ზოგიერთმა, ნაკლებად მოიშლით ნერვებს და სხვასაც ნაკლებად გააღიზიანებთ
მეუასებით სუყველა.