მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას, როგორც ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს ძალიან მალე წარადგენს.
"იუნაიტედმა" არდადეგებზე მყოფ პოგბასთან გარიგებას მიაღწია და "წითლების" ფეხბურთელის ამპლუაში პრემიერ ლიგის დაწყებამდე წარადგენს.
ჟოზე მოურინიოს 100 მილიონიანი ტრანსფერის დასრულება კვირის ბოლომდე სურს, გუნდი კი ტრანსფერის გაჩარხვას წარმატებით აგრძელებს. გუნდმა პოგბას აგენტთან პირად შეთანხმებას დაახლოებით 1 თვის წინ მიაღწია.
ნახევარმცველის პოზიციაზე, მოურინიოს პრიორიტეტი მირალემ პიანჩიჩი იყო, რომელმაც კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელა და ეს ტრანსფერი "იუნაიტედის" სასარგებლოდ განხორციელდა.
თავდაპირველად, 23 წლის ფრანგი "რეალში" წასვლას აპირებდა, თუმცა, რაიოლამ მას "იუნაიტედში" დაბრუნება ურჩია. მანჩესტერელებთან ერთად, პოგბას შეძენის რბოლაში აქტიურად იყო ჩართული "რეალი" და პირადად ზინედინ ზიდანი, თუმცა, დიდი თანხის გამო ფლორენტინო პერესმა ფრანგის შეძენაზე უარი განაცხადა.
"ჩვენ გვყავს ოთხი პრიორიტეტი, ოთხი პოზიციური პრიორიტეტი. შემადგენლობის დაბალანსებისთვის, გუნდს ხარისხის თვალსაზრისით ბიგძი უნდა მისცე და ხარისხი არის ის, რაც მჭირდება და მსურს,"-განაცხადა მოურინიომ
This post has been edited by Vanpersie18 on 5 Aug 2016, 15:03
მიმაგრებული სურათი