ჟოზემ არამგონია სასტარტოში ერთად დააყენოს კარიკი რუნი იბრა, ძალიან ნელი გუნდი იჩითება. მაგას დინამიური, სწრაფი გუნდები ჰყავდა (ნუ ინტერი დიდად არა) დაცვა + სწრაფ კონტრ-შეტევებზე ორიენტირებული და ეგეთ გუნდში გამქცევი ხალხი არაა ბევრი, თან ფელაინი ან მატა თუ დაამატე მაგათ კატასტროფა გამოდის.
ძირითადში უეჭველი იბრა იქნება, რუნიმ თუ არ მოუმატა და ისევ არასტაბილურად გააგრძელა არ დაუწყებს ჟოზე კოჭის გორებას. კარიკი ზამენაზე გადავა, ძლივს მოძრაობს გადაურბენენ ვირები ძალითაც და სისწრაფითაც. ვეღარ მოეშვნენ ბებრების ნახევარდაცვაში ჩაკვეხებას 40 წლის განახევარმცველებული გიგზის და მეორედ დაბრუნებული რიჟას არ იყოს. ამ ### ზამაშკების გამო გაიქცა მაშინ პოგბაც და წესიერ ნახევარმცველს არ ყიდულობდნენ 5 წელი.
პოგბა იქნება ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა გუნდში და მაგას მოარგებს ჟოზე ბევრ რამეს. მაგალითად ევროზე დეშამის 4-2-3-1 ში უკან იყო დაწეული და ჩაიკარგა, ვერ იყენებდა მთელს თავის არსენალს. ჟოზეც მაგ ტაქტიკით თამაშობს და რაღაც მოფიქრებული აქვს იმედია.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასეთ სურათს ვეძებდი მთელი დღე
