დზალიან მაგარია.თუ მოწვი იმენნო მაკელელეა 2 რი რა
აი მაგრად გაასწორებდა ჩვენთან შუა ჩამშლელის პოზიციაზე იმენა ბომბაა
.............
მოურინიომ ინგლისის ნაკრების მატჩს სახლში უყურაჟოზე მოურინიომ თავის შვილთან ერთად ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების მატჩს უყურა.
ჟოზე მოურინიოს წინ დაძაბული ზაფხული ელის, რამეთუ სატრანსფერო ბაზარზე საქმიანობა მოუხდება, მანამდე კი ევროპის ჩემპიონატით ტკბება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ახალი სამსახურის ჩაბარების შემდეგ მალევე ცხადყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე და კოპა ამერიკაზე თავის შეგირდებს დააკვირდება.
მიუხედავად იმისა, რომ მოურინიოს წინ ბევრი საზრუნავი აქვს და ამაში შედის "ჩელსის" ყოფილი ექიმის, ევა კარნერიოს შემთხვევაც, ჟოზეს ხელი არ ეშლება დივანზე კომფორტულად მოკალათებაში, ნაცვლად იმისა, რომ საფრანგეთში სტადიონის ტრიბუნებზე იჯდეს.
53 წლის სპეციალისტმა თავის ინსტაგრამზე ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ მალევე ატვირთა თავის შვილთან ერთად გადაღებული ფოტო და მას წარწერა დაურთო: "ზედიზედ სამი მატჩი, დივანი ჩვენი ატანით დაიღალა".
ინგლისის ნაკრებისთვის თვალის სადევნებლად მოურინიოს ნამდვილად ჰქონდა მიზეზი, რადგანაც მისი გუნდის კაპიტანი უეინ რუნი ნახევარდაცვაში ირჯებოდა, ხოლო კრის სმოლინგი დაცვაში.
This post has been edited by Vanpersie18 on 12 Jun 2016, 08:17
მიმაგრებული სურათი