Nescafe13კარლო ანჩელოტი: რონალდო, მესი და იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში საუკეთესოები არიან
კარლო ანჩელოტიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე საკუთარი აზრი დააფიქსირა. მისი თქმით, შვედი თავდამსხმელი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შედის.
"ჩემი აზრით, მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელია: კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
.................
ანჩელოტი: იბრაჰიმოვიჩის მსგავსი ბევრი არაა – კრისტიანო, მალდინი, პირლო და ზიდანი
34 წლის თავდამსხმელებისგან ბევრს არ უნდა ელოდო, მაგრამ იბრა გამონაკლისია. ის კიდევ ბევრს მიაღწევს. მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ტელეფონზეც ვსაუბრობთ ხოლმე"
,,კარიერაში" იბრაჰიმოვიჩის მსგავსი ბევრი არ გამიწრთვნია, ასეთები ცოტანი არიან: კრისტიანო, მალდინი, პირლო და ზიდანი. ისინი გარდა იმისა, რომ დიდი ფეხბურთელები არიან, მწვრთნელის დავალებას ასრულებენ და ყოლვეთვის კარგად ვარჯიშობენ"
.......
ზიდანმა იბრაჰიმოვიჩი რონალდუს შეადარა
მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "სამეფო კლუბის" ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.
მას აქვს ეგო, მოედანზე ჩემპიონივით იქცევა. ეს მისი ხასიათია და ვერავინ ვერ შეცვლის - ისევე, როგორც რონალდუს.
ზოგჯერ ზლატანი ამპარტავანივით იქცევა, თუმცა მას რომ იცნობდეთ, გეცოდინებათ, რომ ასეთი ნამდვილად არ არის. ის წყნარი ადამიანია.
მე არ ვიცნობ იბრაჰიმოვიჩს, თუმცა მისი მსგავსი ფეხბურთელის ყოლა საჭიროა", - ზიდანის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.
.............
რას ფიქრობს გიგზი იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერზე
"კარგი, პრემიერ ლიგაში საფრანგეთის ჩემპიონატიდან გადავიდა, რომელიც შედარებით სუსტია, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელსაც როგორც ფეხბურთელს გასახდელ ოთახში შესულს შეხედავ და გამარჯვებულს, პერსონას და კლასს ხედავ.
როგორც თანაგუნდელი, ზედგამოჭრილია. ეს შენაძენი "მანჩესტერ იუნაიტედს" წინ წასწევს და ჩვენც სწორედ ეს გვინდა", - განაცხადა უელსელმა.
იბრაჰიმოვიჩის მოსვლამ შესაძლოა, შესაძლებლობები შეუზღუდოს მარკუს რეშფორდს, რომელმაც ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით დიდებული სეზონი ჩაატარა.
თუმცა გიგზს მიაჩნია, რომ 18 წლის ფეხბურთელი მხოლოდ სარგებელს ნახავს.
"უნდა ისწავლო და უნდა უყურო არა მარტო მატჩებში, არამედ მის მიდგომას მის ფარგლებს გარეთ.
როგორც უკვე ვთქვი, ნებისმიერ გაგებით გამარჯვებულია და მარკუსი მხოლოდ თუ ისწავლის მისნაირი ადამიანისგან. ის მსოფლიო კლასია".
გადაიკითხე მოგეწონება
...................
The Sun-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ლეგენდარული ჰოლანდიელი ისევ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს. გამოცემის თქმით, ვან პერსის შეძენითო ორი ინგლისური გუნდია დაინტერესებული: "ვესტ ჰემი" და "კრისტალ პალასი".
შეგახსენებთ, რომ ვან პერსი თურქეთის ჩემპიონატში გასულ წელს გადაბარგდა.
ვახ ბიჭო მაგრად გაასწორებს.
This post has been edited by Vanpersie18 on 3 Jul 2016, 13:10