მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ერიკ კანტონამ კურიოზული კომენტარი გააკეთა.
კერძოდ კი, ფრანგმა ESPN-თან ევროპის ჩემპიონატის ფინალზე ისაუბრა, სადაც კრიშტიანუ რონალდუსაც შეეხო.
"ტურნირის საუკეთესო ჯილდო ეკუთვნის კრიშტიანუ რონალდუს "მისტერ პეპელასთვის. გასაოცარი სცენა იყო, როდესაც პეპლები მის ცრემლებს სვამდნენ", - იხუმრა ერიკ კანტონამ.
როგორც გახსოვთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მინდვირდან გასვლამდე, მან ცრემლები ვერ შეიკავა. ამ დროს კი, რონალდუს ზუსტად სახეზე პეპლები დააჯდნენ, რომლებიც უხვად იყვნენ სტადიონზე.