ფეხის მოტეხვის გამო 10-თვიანი აღებული პაუზის შემდეგ, ლუკ შოუმ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო.
სექტემბერში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, "პსვ"-ს მცველის, ექტორ მორენოს წინააღმდეგ დაპირისპირების დროს ლუკ შოუმ ფეხი მოიტეხა.
თავდაპირველი შემოწმების შემდეგ ცნობილი იყო, რომ ინგლისელი მცველი 6 თვეში დაბრუნდებოდა, თუმცა რეაბილიტაციის კურსი 10 თვემდე გაგრძელდა.
ESPN იუწყება, რომ 21 წლის მცველი უკვე შაბათს მოახერხებს თამაშს, ამხანაგურ შეხვედრაში, "უიგანის" წინააღმდეგ.
..................
მოურინიომ იბრაჰიმოვიჩი 3 სიტყვით აღწერა
მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მისი ახალწვეული, ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღწერა.
პორტუგალიელი ამბობს, რომ შვედ ფორვარდთან ურთიერთობა რთული არ არის და ის სახალისო პიროვნებაა.
"შემიძლია ზლატან იბრაჰიმოვიჩი 3 სიტყვით აღვწერო. ის არის ბომბარდირი - კაცი, რომელსაც სულ გააქვს გოლები. გამარჯვებული - კაცი, რომელიც სულ იგებს და სასაცილო. დიახ, იბრაჰიმოვიჩი ძალიან სახალისო პიროვნებაა", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი და მოურინიო აქამდე, "ინტერში" მუშაობდნენ ერთად.
This post has been edited by Vanpersie18 on 14 Jul 2016, 08:49
მიმაგრებული სურათი