უკეთესი ხო გვყავს მანჩესტერში ლინგარდი და რეშფორდი
დედა ###ეები

.....................
მოურინიო ბობი ჩარლტონს: "თქვენ, 1966-ში ჩემს ქვეყანას ოცნებები დაუმსხვრიეთ"
საინტერესო სიახლეს აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა Mirror-ი.
წყარო წერს ჟოზე მოურინიოს "ოლდ ტრაფორდზე" მისვლის შესახებ. როგორც იცით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პორტუგალიელი სპეციალისტი გასულ კვირას წარადგინა.
გუშინ, მოურინიო "ოლდ ტრაფორდსა" და ბაზას ესტუმრა, სადაც ედ ვუდვარდთან და სერ ბობი ჩარლტონთან ერთად იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ მოურინიო "მანჩესტერის" ლეგენდას გამოელაპარაკა და მას 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც უთხრა ორიოდე სიტყვა.
"თქვენ, ჩემს ქვეყანას, 1966-წელს ოცნებები დაუმსხვირეთ", - ასე მიმართა მოურინიომ ჩარლტონს.
შეგახსენებთ, რომ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა. ბრიტანელები პორტუგალიელებს 1/2 ფინალში დაუპირისპირდნენ და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
გაცნობებთ, რომ იმ შეხვედრაში ორივე გოლი ბობი ჩარლტონმა გაიტანა. ინგლისელმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა. მე-80 წუთზე ჩარლტონმა საკუთარი ნაკრები 2-ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ. 1 გოლის გაქვეთვა ეუსებიომ 82-ე წუთზე მოახერხა, თუმცა ეს პორტუგალიელებს არ ეყოთ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ჟოზე მოურინიო მხოლოდ 3 წლის იყო.
This post has been edited by Vanpersie18 on 1 Jun 2016, 03:22
მიმაგრებული სურათი