ნეიმარი: "ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვამბობ, რომ რონალდუ დიდებულია"
"ბარსელონას" ვარსკვლავი, ნეიმარი მიიჩნევს, რომ წელს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი კრიშტიანუ რონალდუა.
ბრაზილიელი აღნიშნას, რომ პორტუგალიელმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო, რაც მთავარი ფაქტორია წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისთვის.
"ოქროს ბურთის მოგებაში, განსაკუთრებულ როლს ტიტულების მოგება თამაშობს.
კრიშტიანუ რონალდუმ გასულ სეზონში ევროპის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ ის მთავარი ფავორიტია.
ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვამბობ, რომ რონალდუ დიდებული ფეხბურთელია", - განაცხადა ნეიმარმა.
ამ სირმა მიიჯვას რა