ესპანური ფეხბურთის ისტორიებში ამაზე კარგად ვერავინ ერკვევადა ეგ ის ფეხბურთია, რამაც გუშინდელი საღამო გამიკეთა
აი ევროპიელი რომ ვიყო და ,,ვინერი", სასიამოვნო ქალს რომ კარგ რესტორანში წაიყვან და ურთიერთობით ისიამოვნებ

გრჩება ფეხბურთი და არა ანგარიში ან ტიტულები
ან ხომ რა, გამპერის თამაში, ეგ ,,უცხოების" კი არა ბარსას ფანების 95%–ისთვის ალბათ გაუგებარია
რა მოხდა მერე 2 გოლი გაიტანა და ლამაზი საგოლე პასი გააკეთაო, ეს ხომ ამხანაგური და ა.შ.
არადა ფეხბურთი მოხდა,ნამდვილი ფეხბურთი და ადამიანი–ორკესტრი
ბარსას ფეხბურთი რომ 1 კაცშია, ეგ იყო მესი
სულ უფრო დიადი ხდება და მერე ზგი ამბობს, რომ ვიკიპედიაში ჩაწერილი ,,ოქრს ბურთებით" დგინდება ვინ ვინაა (არადა 50 წლის წინ კი არა, 10 წლის წინ ვინ მოიგო ვის შემდეგ მაგას ვერავინ დაასახელებს, იმიტომ რომ ყველას ფეხებზე კიდია ეგ)
რჩება აი ეგ ემოცია...რისთვისაც გიყვარს რაღაც
აი სერიალებზე ხომ შევჯექი

და მაგას შევადერებ
არის სიტყვაზე რაღაც სერიალი და უყურებ, გიჭირს, მაგრამ რაღაც გინარჩუნებს ინტერესს და უყურებ 22 სერიას და ბრახ! 23–ე სერია არის უსაოცრესი და აჯამებს ყველაფერს, რის გამოც მაგ სერიალზე ამბობ ვაიმე რა კარგიაო – ეს არის ტიტულის მოგება სეზონის ბოლოს
და არის მეორე სერიალი, რომლის 22 სერიისგან სიამოვნებას იღებ, 22 სასიამვნო სარამო და გამახსოვრდება რაღაც, რაც ხშირად გახსენდება შემდეგ – ეგაა ფეხბურთი, ნამდვილი, ნომინირება და აღიარება ფეხებზე რომ გკიდია
ფეხბურთს არ ვუყურებ იმიტომ რმ ,,წიწილები ოდესღაც დავითვალო", არამედ უნდა დავჯდე და იმ დღეს ვისიამოვნო
გასულ სეზონზე ძლივს ვასრულებდი თამაშებს და ერთ–ერთს საერთოდ ჩანაწერში ვუყურე (პირველად ჩემს ცხოვრებაში, გადამწყვეტი თამაში იყო არადა ლალიგის), იმიტომ რომ მაგას მირჩევნოდა გამესეირნა, მეტ სიამოვნებას მივიღებდი.
This post has been edited by Piquecanthropus on 11 Aug 2016, 15:13