ფრედ თუ მთავრდება მატჩი, არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს უპირატესობა?
შენ ხომ sportall.ge-ს და ლელოს ჟურნალისტი ლაშა წიკლაური ხარ? მგონი არც მალავ ამ ფორუმზე და იმიტომ დავწერე
ამ მატჩის ანალიზში რომ წერ...
თუ გოლებს არ ჩავთვლით, მთელ 120 წუთში, გუნდებს თითო რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ - ერთხელ ბოატენგმა გადაარჩუნა გუნდი გაშვებულ გოლს და მეორედ, ფლორენციმ - ამ ეპიზოდებში, მცველებმა შესანიშნავად დააზღვიეს მეკარეები.გომესის მომენტი, როცა სასწაული ბურთი აიღო ბუფონმა არ იყო რეალური საგოლე მომენტი?
დრაქსლერი რომ სამი მეტრიდან მაკრატელას ურტყამდა და ზემოდან გადააცილა, ეგ არ იყოს რეალური საგოლე მომენტი?
ან ეს..
მაგრამ "სკუადრა აძურას" იერიშები, უფრო ხშირად კი კონტრიერიშები უფრო მწვავე და სახიფათო გახლდათ. იტალიამ შექმნა 1 ნაღდი საგოლე მომენტი
გოლის დროს ნაღდად არ იყო საგოლე შეტევა
+ ამას შექმნა რამდენიმე ნახევრად სახიფათო მომენტი
გერმანიამ შექმნა 4 ნაღდი საგოლე მომენტი (აქედან 1 გაიტანა)
+ რამდენიმე ნახევრად სახიფათო მომენტი
+ ისეთი სახიფათო კონტრიერიში, რომელიც დრაქსლერმა შექმნა და მერე იდიოტური პასი გაუკეთა მიულერს, იტალიას მგონი არც ჰქონია
ჰოდა იტალიის შეტევები უფრო სახიფათო როგორ იყო?
ხომ ცხადია, რომ ცოტათი (მარაზმია ისიც, რომ ამბობენ გადაუარა გერმანიამო, ვერც გადაუვლიდა), მაგრამ მაინც აჯობა გერმანიამ და თუ ვინმე იმსახურებდა ძირითადში მოგებას, უფრო გერმანია იყო
გულშემტკივრობა და სუბიექტურობა რასაკვირველია მისაღებია, მაგრამ როცა ჟურნალისტი ხარ, ობიექტურობა უფრო არ მოგეთხოვება?
-------------------------------
უზომოდ გაჭირდება საფრანგეთთან
ამ ტავმების ფონზე მით უმეტეს
იქნებ ბასტი მაინც იყოს, არაა ფორმაში მაგრამ დიდი ძალაა მაინც
მე ვფიქრობ, ისევ მკაცრად დაცვითი თამაში ჯობია
მომენტები ცოტა მარა მაინც აუცილებლად გვექნება იმათი დაცვის შემყურე და უნდა გამოიყენონ
ჰუმელსი, გომესი, ხედირა

ახლა გუნდოგანი და როისი როგორ გამოგვადგებოდნენ

ლიოვმა უნდა აჯობოს დეშამს მაგრად