მომავალ სეზონში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლაიფციგზე დაკვირვება იქნება
სანახაობრივი თვალსაზრისით დარწმუნებული ვარ, უმეტესად ძალიან ცუდი სანახავი იქნება ამათი თამაშები, ჯერ ისედაც მძიმე გუნდია, არაშემტევი და ახალი მწვრთნელი ხომ საერთოდ, ინგოლშტადტსაც საშინელ სვარკას ათამაშებდა და ამათთანაც ასე გააგრძელებს
სამაგიეროდ დაცვის სისტემა ექნება კარგად აწყობილი, უნაგვესი შემადგენლობის აუდელებს ძალიან მწყობრ და კარგ დაცვას ათამაშებდა და იმედია, აქაც ასე იქნება, შემტევი პოტენციალი კი აქ მეტია
ძალიან საინტერესოა ეს პროექტი როგორ განვითარდება ბუნდესლიგაში
მთლიანად გერმანული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამათი სწრაფი და შეუქცევადი პროგრესი
გარდა ამ გლობალური მომენტისა, რამდენიმე ლოკალური მომენტიცაა
ამ გუნდში იქნება გერმანიის მომავალი ცენტრალური თავდასხმა
სხვა არავინ ჩანს ჰორიზონტზე.. ამათ უნდა გაქაჩონ როგორმე ბოლომდე, ასეთ დაცვით გუნდში კი ძნელი იქნება, მაგრამ მაინც იმედია დიდი პროგრესი ექნებათ, ზელკეს ვერ ჰქონდა პროგრესი გასულ სეზონში და იმედია ახლა დაიქოქება თავიდან, ვერნერიც იმედია შეეშვება ღორობებს და განვითარდება
გარდა ამისა, აქაა ლუკას კლოსტერმანი, 20 წლის მარჯვენა მცველი.. საკაიფოდ ითამაშა გასული სეზონი, U21 ნაკრების წევრიცაა და ოლიმპიადაზეც მიდის,
ამ პოზიციაზეც ძალიან უჭირს გერმანიას და ამის განვითარებას ძალიან ველოდები, გამადიდებელი შუშის ქვეშ მეყოლება ამ სეზონში

ძალიან საინტერესო ფეხბურთელია ამათი ახალწვეული და სარეკორდო ტრანსფერი ნაბი კეიტა, იმედია გაამართლებს იმ ავანსებს, რასაც გასცემენ მასზე
ჰაზენჰუტლი 4-3-3 ათამაშებდა ინგოლშტადტს და ალბათ აქაც ასე იქნება
დაახლოებით ასეთ შემადგენლობას ვვარაუდობ, თუ არავინ დაიმატეს
კარში იმედია კაიზერიდან მოყვანილი ახალგაზრდა მეკარე მიულერი დადგება
დაცვის ფლანგებზე ჰალსტენბერგი და კლოსტერმანი, ცენტრში ალბათ ორბანი და ნაკანი..... სახელები არაფრისმთქმელია, მაგრამ ინგოლშტადტში კიდევ უფრო უსახელოები ედგა, თან კარგად
ნახევარდაცვის ცენტრში ეს სამი კაცი იქნება ალბათ კეიტა, კაიზერი, ხედირა/ილსაკნერი
ცუდია, რომ ხედირა ვერ პროგრესიერებს, არადა რამხელა ავანსები იყო მაგაზეც
შეტევის 3 ადგილზე საკმაოდ კარგი არჩევანია
ვერნერი, ზელკე, პოულსენი, ფორსბერგი, საბიტცერი, ბრუნო
მთავარია მწვრთნელმა გაქაჩოს, ესენი ფულს არ დაიშურებენ და 2-3 წელიწადში ლიგაზე მინდა ლაიფციგი