ისევე როგორც ნორვეგიასთან, ახლაც ძალიან საკაიფოდ ითამაშეს და სუპერ დამაჯერებლად მოიგეს
არც ჩეხეთია რეალური საზომი და საერთოდ არავინ ამ ჯგუფში, მაგრამ მაინც ჩანს, რომ წინა შესარჩევთან შედარებით, სხვანაირად უდგებიან მატჩებს, იმ "გამძღარის" მდგომარეობამ გადაიარა, რაც მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ჰქონდათ
მიულერის მორიგი დუბლი.. 4 გოლი 2 მატჩში
კროოსმა მაგარი ჩასვა
კიმიხის და ჰექტორის საგოლე პასები.. კიმიხს ისევ შეეძლო გატანა

ყველამ საკაიფოდ ითამაშა, ერთი გიოცეს უნდა გაეტანა მინიმუმ ერთი გოლი
ბევრად დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ დახარჯულან
დაცვაშიც ყველაფერი კარგად იყო, იმათ ერთადერთი შანსი ჰქონდათ და იქაც ნოიერმა ითამაშა ძალიან მაგრად
ყველა მატჩის მოგებაზე ითამაშონ, სულ თავისუფლად შეიძლება
და ბრანდტებს უფრო მეტი დრო მისცეს.. მით უმეტეს სან-მარინოებთან
U21-იც რა მაგარი ნაკრებია, 90% ბუნდესლიგის ძირითადის ფეხბურთელია
4:3 მოუგეს რუსეთს და ჯგუფში 9-დან 9 მოგება აქვთ 31 გატანილი გოლით
კუნცმა თუ გაქაჩა, ევროპის ჩემპიონატის მოგების მთავარი პრეტენდენტები უნდა იყვნენ
2 გოლი არნოლდმა გაიტანა, თითო ზელკემ და გნაბრიმ
ერთი მეკარემ ჩააგდო თამაში, 2 გოლი არ უნდა გაეშვა შორიდან
ისე ხომ ძალიან მაგარი შემადგენლობაა და რამდენიმეს ისეთს უწევს აქ თამაში უკვე დიდ ნაკრებში რომ არიან
ვაიზერი
პოლონეთი-დანიის მატჩში მთავარი მოქმედი პირები ბუნდესლიგელები იყვნენ, აქეთ ლევანა ჰეთ-თრიკით, დანიიიდან ლაიფციგელი პოულსენი