ეს რა უნამუსო განცხადება გააკეთა ულიმ, მაგის მერე ნერვებზე ვარ.
20 წლის ბიჭები სანამ ტოპ დონეზე ავლენ წლები დასჭირდებათ და ჩათვალე ეგ წლები დაკარგულია.
ამასთანავე, შეუძლებელია, რომ ყველა ახალგაზრდამ გაამართლოს.
მაშინ როცა თავისუფლად შეიძლება უკვე ტოპ დონეზე ასული ახალგაზრდები მოიყვანო ორმაგ ფასს თუ გადაიხდი.
გუნდში უნდა მოიყვანო ისეთი ფეხბურთელი, ვინც უკვე ტოპ დონეზეა ასული ან მასთან ძალიან ახლოსაა, აქვს გამოცდილება და დამტკიცებული აქვს კლასი.
ძველ ტრანსფერებსაც რომ შევხედოთ:
ჰუმელსს დამტკიცებული ჰქონდა კლასი - ვიყიდეთ და გამოგავდგა.
ვიდალს დამტკიცებული ჰქონდა კლასი - ვიყიდეთ და გამოგვადგა.
ლევანდოვსკის დამტკიცებული ჰქონდა კლასი - მოვიყვანეთ და გამოგვადგა.
ნოიერს დამტკიცებული ჰქონდა კლასი - ვიყიდეთ და გამოგვადგა.
უფრო ადრე, რობენს დამტკიცებული ჰქონდა კლასი - ვიყიდეთ და გამოგვადგა.
რიბერისაც დამტკიცებული ჰქონდა კლასი - ვიყიდეთ და გამოგვადგა.
რა ხდება დღეს ბაიერნში? დღეს ბაიერნში მოყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც საერთოდ არა აქვთ მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება და აქ აპირებენ გამოზრდას.
ასე მოათრიეს კომანი. ასე მოათრიეს რენატო. ასე მოათრიეს კოშტა.
არსენალი ვართ ბლიად? თუ პორტო?
This post has been edited by androabuladze on 14 Apr 2017, 02:04