მესი დასწრებაზე არ თამაშობდა, თამაშობდა განზრახ და ამაზე ორი აზრი არ არსებობს (ბავარიის ფანების გარდა). კულეებმაც და მადრიდისტებმაც ვიცით რომ მესის თავისი ანგარიში აქვს რამოსთან და პლიუს სუარესის მომენტის მერე აიჭრა და შური იძია, მაგრამ გასაგდები არ იყო არაფრით. რამოსსაც არ დაუკლია სხვა კლასიკოებში მესისთვის და როდესმე ხომ უნდა ეპასუხა

საყვითლე იყო მხოლოდ. ბეილი და რობერტო ორივე გასაგდები იყო. ბეილზე ვერ დაინახა, კი არ დაინდო, ვერ დაინახა უბრალოდ ეგრე რომ წავიდა თორემ მაგას ვინ დაასწრებდა წითელს. მეორე ტაიმში რა შეცდომებიც დაუშვა ყველა კომპენსირებაზე იყო წასული. არც გოლი უნნდა ჩათვლილიყო და მარსელოზე კიდევ ვინც წერს შეეძლო დადებაო მართლა ფეხბურთს ნუღა უყურებთ რა. 1000%-იანი პენალტი იყო.
საბოლოოდ მაინც კარგი თამაში იყო. დაძაბულობა, გოლები ყველაფერი თავის ადგილზე. უბრალოდ კლასიკოში ექსტრა კლასის მსაჯი უნდა გყავდეს მართლა რომ თამაში არ გააფუჭოს და ეგეთი ესპანეთში სამწუხაროდ არ მოიძებნება.
პ.ს. სუარესი და ალბა ხომ იასნია, მაგრამ პიკე მართლა რა ტვიტერის ლომია, გასახდელში ნაჩოს პროვოკაციაზე რომ წავიდა. რა უდონია ტიპი. ადექი და მოედანზე გააიასნე თუ რამე გინდა.