Alixსოლოლაკშიო ვიღაცამ დაწერა, ქიქოძის 9 ში თუ არ ვცდები
* * *
მიყვარს შეფასებები, თუმცა ჩემი ტენდენციურობის გამო, ჩემებული ფსონები უმეტეს შემთხვევაში არ ამართლებს, ამიტომაც არასოდეს არ მითამაშია ტოტალიზატორი

ეხლა 1/8 ის წყვილებზე ( თავისთავად თემა ესპანეთზეა და ესპანეთი ცალკე შევაფასოთ)
1 წყვილი - საფრანგეთი-არგენტინა
დაწყობილი, ტექნიკური, ყველა ზონაში ძლიერი საფრანგეთი, რომელსაც შეუძლია თამაში უკარნახოს მოწინააღმდეგეს და თავისი კარნახით წარმართოს თამაში. ტექნიკური ფეხბურთელებით, რომლებიც არგენტინელებს არც არაფრით ჩამოუვარდებიან. არგენტინის მინუსი კი არეულობაა შოდა სამზარეულოში, გაურკვეველი სიტუაცია სამპაოლისთან დაკავშირებით. ვინ არის მწვრთნელი ისიც გაუგებარია: სამპაოლი, მესი თუ მასკერანო. ერთადერთი რითიც არგენტინას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ეს ბრძოლის ჟინია, სხარტი პასები, ანუ სამი -ოთხი პასი და კარებში დარტყმა, ასევე პრესინგი. თუმცა მეშინია, რომ ხორვატია-არგენტინის შედეგი არ განმეორდეს უფრო დიდი ანგარიშით. ამ შემთხვევაში არგენტინისკენ ვარ, მინდა მეოთხედფინალში საუკუნის ჯახი ვიხილო რონალდო-მესის შორის, თუმცა ფავორიტი საფრანგეთია. დამატებით დროში,ან პენატებამდე თუ მიიყვანეს საქმე, ვფიქრობ არგენტინელებს რაღაც სანსი კიდევ ექნებათ.
2 წყვილი - - ურუგვაი-პორტუგალია . ურუგვაიმ რარაც უსახუროდ დაიწყო, თუმცა ნელ ნელა მოუმატა. საინტერესო დაპირისპირება გველის . პორტუგალია შეეცდება არა მარტო რონალდოზე ააწყოს თამაში და მცირედ სიურპრიზსაც შემოგვთავაზებს. რონალდოს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია და მაქსიმალურად შეეცდება დაიხარჯოს, თუნდაც ეს ტრავმად დაუჯდეს. ძალიან საინტერესო დაპირისპირება იქნება, პორტუგალიამ დაგვანახა, რომ ბრძოლა შეუძლია და წაგებას არ ეგუება. ამ შემთხვევაში სანსები 50/50 ზეა და აქ ვფიქრობ დამატებით დრომდეც მივა საქმე, თუკი ბოლო წუთას ან სუარეს-კავანმა, ან რონალდომ კროოსისავით არ გაისროლა.
3 წყვილი - ესპანეთი-რუსეთი . მოკლედ ერთი ამბავია რუსულ სოც ქსელებში ატეხილი, ჩერჩესოვის ტაქტიკის ნაწილია ესპანეთთან დაჯახება, რადგანაც მოსკოვში თამაში ერჩივნათ რუსებს, სოჭში პორტუგალიასთან გამგზავრებასო. ერთი რამ მგონია, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში რუსეთის ქუჩებში არეულობა იქნება, თუმცა ეს სულაც არ უნდა გვაღელვებდეს. რუსეთმა თუ სწრაფად, ტემპში ითამაშა, შეიტყუა თავისკენ ესპანელები ( შეტყუება ესპანელებს არ სჭირდებათ , ისედაც საჯარიმოს სიახლოვეს ითამაშებენ) და ითამაშა სწრაფ კონტრშეტევებზე, მე პირადად ესპანელთა დაცვის იმედი ნაკლებად მაქვს. საინტერესოა ვის დააყენებს იერო ძირითადში კარვახალს ( რომელსაც ამ ჩემპიონატში თამაში არ მისდის), თუ ნაჩოს, რომელმაც შეცდომა კი დაუშვა, მაგრამ გატანილი გოლით მოახდინა თავის რეაბილიტირება და რომ არა ის ერთი შეცდომა, მთლიანობაში პორტუგალიასთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რუსეთი შეეცდება ინიესტა-სილვას განეიტრალებას, შესაძლოა ტრავმაც კი მიაღებინოს რომელიმე მათგანს. ესპანელებს არ ელით ადვილი გასეირნება, რატომრაც მგონია, როგორც წინა პოსტშიც აღვნიშნე ესპანეთს მოუწევს თამაში 11 ფეხბურთელთან+მსაჯი+პუტინის სურვილთან რუსეთი მეოთხედფინალში გავიდეს. რატომღაც მგონია მსაჯი ესპანეთს ფეხბურთელსაც გაუგდებს და რატომრაც 2002 წლის სამხრეთ კორეა-ესპანეთის მსაჯის წახმარების ფაქტსაც არ გამოვრიცხავ, ესპანელებს 2 100 პროცენტიანი გოლი რომ არ ჩაუთვალეს. არასოდეს არ ვპროგნოზირება ესპანეთზე, მხოლოდ ვცდილობ გავაკეთო პრევიუ
4 წყვილი - ხორვატია-დანია. რატომრაც ამ მომენტისთის ხორვატია მიმაჩნია ჩემპიონატის ნომერ პირველ ფავორიტად, მშვენიერი თამაში აჩვენეს ჯგუფურ ეტაპზე, ძალიან კარგი, დაბალანსირებული ნაკრები ჰყავთ, ძალიან ძლიერი ლიდერებით. ვფიქრობ აქ თამაში ძირითად როში უნდა დამთავრდეს და ისიც ხორვატიის +2 ბურთის უპირატესობით.
თუ რუსეთს გავცდით, აი მერე მოგვიწევს რევანშის აღება 2016 წლის ესპანეთი ხორვატიის ჯგუფური ეტაპის თამაშზე, რომლის წაგების შემდეგაც იტალიას დავეჯახეთ. მახსოვს მაშინ ხორვატებმა თითქმის ყველა კომპონენტში დაგვჩაგრეს, მოდრიჩი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელმაც არა მარტო რეალის, არამედ ბარსა-ატლეტიკოს ყველა ფეხბურთელის შესახებ თითქმის ყველა დეტალი იცის , როგორც ჩემპიონატიდან გამოჩნდა, მწვრთნელებიი ხშირად რჩევებს ფეხბურთელებს ეკითხებიან.
აი ესეთი პრევიუ 1/8 ალის პირველ ოთხ თამაშზე. თქვენ რას ფიქრობთ?
პ.ს. ვიმეორებ ცუდი პროგნოზისტი ვარ და ზემოთ დაწერილი, ჩემი დაკვირვებების და სუბიექტური აზრის სინთეზია.