http://liga.ge/ef/11836--.html14/15 სეზონთან შედარებით ,,ლა ლიგის" გუნდების სატელევიზიო შემოსავლები 16/17–ისას თითქმის გაორმაგდება: იყო 688 მილიონი (20 გუნდზე), გახდება 1 მილიარდი და 300 მილიონი. მართალია ჯამური თანხა ,,პრემიერლიგაზე" მნიშვნელოვნად ნაკლებია – ინგლისური კლუბები 16/17 სეზონში 900 მილიონით მეტს მიიღებენ, მაგრამ ,,პრიმერას" გუნდებს ასეთი მატება შვებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
16/17 სეზონში ,,ბარსა" ,,რეალზე" მეტს პირველად მიიღებს: კატალონელები 152 მილიონით შეივსებენ ხაზინას, ,,სამეფო" კლუბი კი 145–ით. ,,თეთრების" ზრდა მხოლოდ 5%–ია, ,,ბლაუგრანასი" 10%, აი ,,ატლეტიკომ" კი უდიდესი ნახტომი გააკეთა: მთელი 143%(!)–ით მეტი. პირველი ათეულების გუნდებს საშუალოდ სადღაც 100%–იანი ზრდა აღენიშნებათ (,,ვილიარეალს" სხვებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს), მეორე ათეულის კლუბებს კი თითქმის 200%–იანი (კონკრეტულად და ზუსტად 197%):

მადრიდული ,,ას"–ის მიერ წინასწარი ბიუჯეტური გაანგარიშებით ყველაზე მეტ შემოსავალს კვლავაც ,,რეალი" მიიღებს. ,,ბარსელონა" ,,სამეფო კლუბს" მარკეტინგში 13 მილიონით ,,მოუგებს", TV–უფლებებიდან მიღებული შემოსავლებზე 7–ით, ამხანაგური და ოფიციალური ტურნირებიდან მიღებულ თანხებშიც 20–ით აღმატებული იქნება (ამ მხრივ ,,რეალზე" მეტი ,,ატლეტიკოსაც" აქვს: 52 Vs. 62 მილიონი), მაგრამ პერესი დანაკლისს სტადიონის ექსპლუატაციისგან და ,,სოსიოების" (კლუბში ოფიციალურად გაწევრიანებული გულშემატკივრები) ჯიბეთა დაცარიელებით გადაფარავს (151 მლნ), რის შედეგადაც ,,ბერნაბეუს" მკვიდრნი საბოლოო ჯამში 581 მილიონ შემოსავალს მიიღებენ: ,,სამარადისო მეტოქეზე" 62–ით მეტს