რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის ფლეი-ოფის კენჭისყრა, სადაც "დინამო თბილისის" მეტოქე "პაოკი" იქნება.
კენჭისყრის შემდეგ სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობდნენ ბერძენი გულშემატკივრები. გთავაზობთ მათ რამდენიმე კომენტარს "დინამოზე".
"პაოკი დინამო თბილისის სისხლს დალევს"
"იდეალურია! მგონი პირველად გაგვიმართლა კენჭისყრაში"
"პაოკი 7:0 მოიგებს"
"გილოცავთ მეგობრებო, პაოკი ევროპა ლიგაზეა!"
"დინამო? ჩვენ მათ მარტივად მოვუგებთ"
..............................
ივიჩი: "ჯგუფურ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ"
ენჭისყრის შედეგების შემდეგ კომენტარი გააკეთა "პაოკის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ივიჩმა. მისი გუნდი ევროპა ლიგის ფლეი-ოფში "დინამო თბილისს" შეხვდება.
"ვფიქრობ, კარგი კენჭისყრა იყო. დარწმუნებული ვარ, თუ ჯგუფურ ეტაპზე გავედით უძლიერესი მეტოქეები გვეყოლება, ამიტომ სათანადოდ უნდა მოვემზადოთ.
რაც შეეხება დინამოს, ეს გუნდი თავისი ქვეყნის ჩემპიონია. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიდეთ ჯგუფურ ეტაპზე. ეს პაოკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ივიჩი.
"დინამო თბილისისა" და "პაოკის" პირველი დაპირისპირება 18 აგვისტოს, ხოლო მეორე - 25 აგვისტოს შედგება.
არაფრად არ აგდებენ დინამოს
This post has been edited by Vanpersie18 on 5 Aug 2016, 16:04