მთავარი რამდენიმე კაცის გამოძახება არგამოაძეხება არაა.
თან პირველ თამაშებში, მინიმუმ 20 თამაშია დარჩენილი მუნდიალამდე და კიდევ უამრავ ვინმეს გამოძახებს.
სელესაომ 98-იდან 2002 წლამდე 100-მდე ფეხბურთელი ათამაშა და სულ არ შეუშლია ამას ხელი მსოფლიო ჩემპიონობაში.
მათ შორის ისეთი სირაკუზები ერიენ პაულინიო და ტაისონი ფეხბურთის ღმერთებათ ჩანან იმათთან შედარებით.
ყველაზე მნიშვნელოვანია შეიცვალოს მიდგომა და დაუბრუნდნენ ფესვებს.
2010 წელს დუნგას სულ ვამართლებდი მიმაჩნდა რომ იმ რესურსით მაქსიმუმს დებდა და ცოტა დააკლდა ჩემპიონობამდე.
იმის მერე ბევრი რამე შეიცვალა დუნგიტო კიდე დროს ჩამორჩა სასაცილოდ ჩანდა.
თეთრი ნასკებში და შავ ლაკის ტუფლებში გამოწყობილი მასტი გაიჩითა თავისი ელიასებით და ფერნანდინიო გუსტავოიებით.
ბოლოს კი გაუნათდა გონება კოპაზე და დაიწყო რაღაც ადამიანური ფეხბურთის თამაშის მსგავსი მაგრამ გვიანი იყო.
ერთადერთი გამოსავალი არსებობს
ის ტიპები რომლებიც მხოლოდ ართევას და 2 მეტრზე პასს აკეთებენ ან უნდა მოიკვეთონ ნაკრებიდან.
ან მათი რიცხვი შემცირდეს მოედანზე 1-მდე.
გვინდა კასიმიროსნაირი საყრდენები მოედნის კარგი ხედვით.
და ტრადიციული ბრაზილური სისტემა
4-2-4
ოლიმპიადაზეც იმიტომ მოიგეს რომ პირველი ორი თამაშის მერე ამ სისტემაზე გადავიდნენ და იმ ორი გაბრიელის სიქანდარობა აღარ გახდა უკვე ძალიან შესამჩნევი.
რენატო ავგუსტო არ მევასება მაგრამ უკნიდან კარგათ თამაში შეძლებია
უნდა მოისინჯოს როგორც მინიმუმ ამ პოზიციაზე დიდ ნაკრებშიც.
მეორე საყრდენი კასემირო.
ამ ორის წყალობით პირველ რიგში მოედნის ცენტრში კრეატივი გაჩნდება და აღარ გაუჭირდებათ ბურთის ამოტანა და სახიფათო იერეშიების დაწყება რაც ყოველთვის იყო პრობლემა ბოლო წლებში.
წინ ნეიმარი-დუგლას კოშტა-ვილიანი-კაუტინიო სავსებით ნორმალური ვარიანტია
(დუგლასა და ვილიანი კარგი პრესინგით ნახევარდაცვას მიეხმარებიან თან)
რაღაც გამოჩნდა გვირაბის ბოლოს