
არ ვიცოდი ეს ისტორია. ჩიჩი რო სამოგზაუროდ წასულა. და მაგრა გამიკვირდა მხეცი შემტევი ფეხბურთი რო გაუშვა. ძაან მომეონს ეს ბრაზილია.
სხვათა შორის, წავიკითხე ადრე რომ პირველი ორი ფრის მერე, ოლიმპიადაზე, ოლიმპიურის მწვრთვნელმა ჩიჩის დაურეკა და კონსულტაცია გაიარა და იმის მერე ვაბშე სხვა ხოდზე მოვიდნენ და ტურნირიც მოიგეს.
რენატო აუგუსტოს რაც შეეხება, სულ სხვა ფეხბურთელია დუნგას პერიოდისგან განსხვავებით.
პოზიცია აშკარად სხვა აქვს.
პრინციპში ზუსტად ის ფუნქცია აქვს, რაც შენ სტატიაში. ძალიან მაღლა თამაშობს და საკაიფოდ პროდუქტიულია. აშკარად ჭკვიანი ფეხბურთელია და ძაან ვცდებოდი მაგ კაცზე ადრე.
ჟუან ჟეზუსზე რა ვთქვა? ებრაელებს უდაბნოში რომ ციური მანანა მოუვლინა ღმერთმა, ეგეთი დონის სასწაულია, ესეთი ცხრიანის გამოჩენა, მით უმეტეს, როცა ეს ბიჭი საერთოდ არაა ცხრიანი. ოლიმპიადაზე დაახლოებით იქ იდგა, სადაც ახლა ნეიმარი დგას. და პალმეირასშიც რამდენჯერმე სპეციალურად წყობა ვნახე მისი პოზიციის სანახავად (თამაშების ნახვამდე ჯერ ვერ ვქაჩავ) და იქაც ფლანგზე იდგა. მეორე ფორვარდიც არ იყო აშკარად. ორი ფორვარდით თამაშობდა პალმეირასი და ეს არ იყო იმ ფორვარდებში.
სხვა კუთხით კი, ეს გუნდი ისედაც იყო პოტენციურად ძალიან საინტერესო და შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც საგრძნობლად ჩამორჩებოდა საკუთარ შესაძლებლობებს.
ორი პრობლემური პოზიცია იყო და ჟეზუსმა და რენატო აუგუსტომ გადაჭრეს ეგ პრობლემები.
ნუ სათადარიგო ცხრიანი არ ყავს გუნდს, ერთი ეგაა. სხვა მხრივ მზად არიან უკვე.
და გუშინდელი თამაშით გამოჩნდა რომ პირველ რიგში ფსიქოლოგიურად არიან მზად და ის ტრავმა ბოლომდე გადალახეს.
თითქოს, ისეთს არაფერს თამაშობდნენ, მაგრამ კლასის ხარჯზე წყნარად და აუღელვებლად იგებდნენ. პირადად ჩემთვის ესეთი თამაშები ყველაზე კარგი ინდიკატორია გამარჯვების მენტალიტეტის, ვიდრე თუნდაც არგენტინასთან 3-0.
მოკლედ ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მსოფლიო ჩემპიონატს.
ერთადერთი საგანგაშო, შესარჩევის მოგებაა. ცუდად აქვთ დაცდილი. კარგი ამბავი - იმ ავადსახსენებელ კონფედერაციაზე აღარ იქნებიან მომავალ წელს (აუ იქ ისეთი სასტავია შეკრებილი, რო ჩელიაბინსკში უნდა ჩაატარონ ტურნირი, ან ნიჟნი ტაგილში

).
მოსატყნავი მოიტყნა, ორი წელია ლიგაზე ტიპი თავზე იჯვამს, გუნდს აჯვამს, ფანებსს აჯვამს, ქვეყანას აჯვამს, შექსპირი ტრაკში გამოისვა, magna charta ###ზე შემოიხვია, დედოფალს ჩაიში ჩაუფურთხა, ადმირალ ნელსონს ამოჩიჩქნილ თვალში ჩახედა, ბიტლებს კონცერტზე კვერცხი ესროლა და მომკითხავი არავინ არის © r-evolution