მსოფლიომდე გავხურდეთ ბრაზილიის ფანები
ბრაზილიას... ნაწილი 1
მსურს გიამბოთ ისტორია რადიოზე. მოგვიანებით 23 ფეხბურთელს შევარჩევ მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ჩემთვის ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რადგან ვიცი ეს რას ნიშნავს მოთამაშეებისა და ქვეყნისთვის. თუმცა სანამ ფეხბურთელებს შევარჩევ მინდა აგიხსნათ რას ნიშნავს ეს სამუშაო ჩემთვის. ამისათვის რადიოთი უნდა დავიწყო, რადგან ბავშვობაში ის ჩემთვის უბრალოდ ყუთი კი არა, მაგიური ნივთი იყო.
ალბათ ეს ჩემს ასაკზე მეტყველებს მაგრამ როცა ვიზრდებოდი ჩემს ოჯახს ტელევიზორი არ ჰქონდა. მშობლები უბრალო ფერმერები იყვნენ მოკრძალებული შემოსავლებით. როცა 3 წლის ვიყავი ჩემი ოჯახი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. მამა ღვინის ქარხანაში მოეწყო სამუშაოდ,დედა კი მკერავი იყო.მახსოვს, დედას ვეტყოდი: წვენი მინდა! და ის მპასუხობდა:’კარგი, მაგრამ ცოტა მოითმინე და მიიღებ’. ორი-სამი დღე გავიდოდა. შინ დავბრუნდებოდი, მაგიდაზე კი წვენი მხვდებოდა. იმ დროს ეს ნამდვილი ფუფუნება იყო. როცა წამოვიზარდე მოგვიანებით მივხვდი რომ დედა გათენებამდე მუშაობდა იმისათვის რომ ცოტაოდენი ფული გამოემუშავებინა და ჩვენთვის წინდები ეყიდა. ჩემი წვენისთვის საყიდელი თანხის გამოსამუშავებლად კი ალბათ ოთხი-ხუთი საათით მეტის მუშაობა უწევდა. მაშინ მის თავგანწირვას ვერ ვამჩნევდი. ის უბრალოდ ჯადოქარი იყო რომელიც წვენს მაგიურად აჩენდა.
მამა ცოტა სხვანაირი იყო. ის ძალიან პირდაპირი იყო. როცა რამეს ამბობდა, ყოვეთვის თვალებში გიყურებდა. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. მახსოვს, ვახშამზე მაგიდასთან მჯდომს პური თუ მოუნდებოდა, წარბის აწევით, უსიტყვოდ განიშნებდა! მისი ერთი მზერა და ზუსტად იცოდი რა სურდა. ჩვენ მხოლოდ ფეხბურთი გვაერთიანებდა.
მახსოვს, 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მთელი ქვეყანა პარალიზებული იყო მატჩების სანახავად. ეს ჩემთვის ემოციური მოგონებაა რადგან ბრაზილია პრიველი ტაიმის ძირითად დროს აგებდა. მთელი დრო რადიოს წინ ვიჯექი და წარმოსახვაში გამუდმებით გოლს ვქმნიდი.ტაიმის დასრულებამდე კომენტატორის ემოცია გავიგე. ვიცოდი რაღაც მოხდა: ‘ტოსტაო.. კლოდოალდო... კლოდოალდოოოოოოოოოოო!’
ეს დაუვიწყარი, დაუჯერებელი მომენტი იყო .გონებაში გოლის წარმოსახვა ვცადე მაგრამ გამიჭირდა.როგორც კომენტატორმა აღწერა ტოსტაომ პასი გააკეთა და კლოდოალდომ გაიტანა. ჩემს თავს ვკითხე: როგორ გაიტანა კლოდოალდომ? ის ხომ დაცვითი სტილის ნახევარმცველია და როგორ შეეძლო ტოსტაოს დაეტოვებინა სივრცე პასის გასაკეთებლად? ის ხომ თავდამსხმელია? მომდევნო დილას გაზეთში პროფესორ ოსტერმანის ანალიზი წავიკითხე და გონებაში გოლის აღდგენა შევძელი. სურათი გაცოცხლდა, უფრო ლამაზი გახდა. სიმართლე გითხრათ არც მახსოვს ვიდეოთი როდის ვნახე ის გოლი. ჩემთვის და მილიონი ბრაზილიელისთვის ვისაც ტელევიზორის ფუფუნება არ ჰქონდათ, ამბავი გონებაში უკვე მონათხრობი იყო და ეს იყო ყველაზე ლამაზი ისტორია რომელიც მომიყოლია.
VIDEO სასაცილოა, როცა პატარა ვიყავი ყოველთვის ვკითხულობდი პროფესორ ოსტერმანის სვეტს ‘’გრემიოს’’ ტაქტიკის ანალიზზე და ვფიქრობდი: ‘ვაუ, საინტერესოა მწვრთნელი რას იზამს.’ მოგვიანებით მე ‘’გრემიოს’’ მწვრთნელი გავხდი და რა თქმა უნდა, პროფესორ ოსტერმანის სვეტს კვლავ ვკითხულობდი და ვფიქორბდი: ვაუ, საინტერესოა. ნეტავ მწვრთნელი რა იზამს?
სინამდვილეში არასდროს მიოცნებია მწვრთნელობაზე. როგორც ყველა მეორე ბიჭი რომელსაც 70-იანების მსოფლიოს კვალი ეტყობოდა ვოცნებოდი ყვითელი ფორმის მორგებაზე და და ეროვნულ ნაკრებში თამაშზე. სამწუხაროდ ამას ბედი არ ეწერა. მუხლზე შვიდი ოპერაციის გაკეთების შემდეგ, 27 წლის ასაკში, ჩემი კარიერა დასრულებული იყო. მე ჯერ ისევ ახალგაზრდა ვიყავი რომელსაც ფეხბურთი კვლავ უყვარდა და ამიტომ მწვრთნელის კარიერა გავაგრძელე.
რთული დასაჯერებელია რომ ამ საქმეს 30 წელია ვაკეთებ. მწვრთნელის ისტორია ფეხბურთელის ისტორიის მსგავსად რთული საწინასწარმეტყველოა. 8 წლის შემდეგ, აბუ დაბიში, სახლში ვიჯექი ’ალ ვაჰდას’ მწვრთნელი როცა მივიღე ზარი რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვლა. ანდრეს სანჩესი მირეკავდა და მეკითხებოიდა ბრაზილიაში ‘’კორინთიასის’’ გასაწვრთნელად თუ დავბრუნდებოდი. ვუპასუხე რომ დარწმუებული არ ვიყავი. ჩემს ცოლს მოსწონდა აბუ დაბიში ცხოვრება და ჩემს ქალიშვილს უკვე ჩაბარებული ჰქონდა სკოლაში მოსახვედრი გამოცდები. ჩვენ მშვენიერი ცხოვრება გვქონდა ზედმეტი წნეხის გარეშე.
რა თქმა უნდა ჩემს ცოლს ვუთხარი ‘’არ ვიცი..’’
მან კი მიპასუხა: ‘’კარგი რა! ვის ატყუებ, ვიცი რომ უკან დაბრუნდები’’
მან იცოდა რა იყო ჩემს გულში. რამდენიმე დღის შემდეგ სან პაულოში მიმავალ თვითმფრინავში ვიჯექი. მახსოვს საკუთარ თავს ვეუბნებოდი ‘ვაუ, რონალდოს და რობერტო კარლოსის, ორი ლეგენდის მწვრთნელი უნდა გახდე. ეს წარმოუდგენელი პატივია’
პირველი ორი თვე საოცრება იყო. მაგრამ მერე მარტივი მატჩი გვქონდა კოლუმბიაში ‘’ტოლინას’’ წინააღმდეგ, კოპა ლიბერტადორესის თასის საკვალიფიკაციო შეხვედრა იყო. თურმე არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა როგორც გვეგონა.წავაგეთ და შემდეგ ეტაპზე ვერ გადავედით. ეს უბრალოდ მიუღებელია ‘’კორინთიასის’’ დონის გუნდისთვის. მახსოვს, რეფლექტორებს ვუყურებდი სასტვენის შემდეგ და ვფიქორბდი ‘მორჩა, ეგ არის. აქ დაასრულე.’ როცა უკან სან პაულოში დავბრუნდით, გულშემატკივრები სამწვრთნელო ცენტრში შემოიჭრნენ, მანქანები აგურებით დაგვიმტვრიეს და მოთამაშეებს ემუქრებოდნენ. იმ მომენტში მდგომარეობა საშიში იყო. ისინი ნამდვილი გულშემატკივრები არ ყოფილან. ვიღაც უსაქმურები იყვნენ რომლებსაც ფეხბურთის არსის არაფერი გაეგებოდათ.
ჩვენ შიგნით შევედით. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. ერთ-ერთი ჩვენი მეკარე, რაფაელი, ადგა და ყველას წინაშე სიტყვით გამოვიდა: ‘’ჩვენ ადამიანები ვართ რომლებიც ბევრს ვშრომობთ, გვყავს ოჯახები.ისინი ამას ვერ გაგვიკეთებენ.’’ და მან ყველას წინაშე ქვითნი დაიწყო. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. ის გულწრფელი და ემოციური იყო. ავდექი და ვთქვი ‘’არ იდარდო რაფაელ, ამას მოვაგვარებთ’’
სინამდვილეში არაფერში ვიყავი დარწმუნებული. მახსოვს, უკან მინაჩამტვრეული მანქანით ვბრუნდებოდი და ვფიქრობდი ‘მექნება კი ხვალ სამსახური?’ ალბათ სასწაულია რომ ამხელა წნეხის მიუხედავად ‘’კორინთეასი’’ გვერდში დამიდგა. ერთი წლის შემდეგ ჩემი ცოლი და მე სამზარეულოში ვიჯექით და ღვინოს ვსვამდით. გამთენიის 4 საათი იყო და შინ ახალდაბრუნებულები ვიყავით მას შემდეგ რაც ლიბერტადორესის თასი მოვიგეთ.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მას ვკითხე: ‘’ამას ვიმსახურებთ?’’ და მან გამახსენა ყველაფერი რაც გამოვიარეთ. ის, რისი დათმობაც მას და ჩემ შვილს მოუწია. რაღაც მომენტში გარედან ხმაური შემოგვესმა. აივნიდან გავიხედეთ და ვნახეთ რომ სახლთან ფანები იდგნენ და ჩემს სახელს მღეროდნენ. არარეალური იყო. ვფიქრობდი: ‘ჯანდაბა, ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს’. იმ ღამეს ლიბერტადორესის თასი აღვმართე და ვიტირე. ზოგმა შიძლება იკითხოს როგორ შეიძლება ფეხბურთმა კაცი ტირილამდე მიიყვანოს. შემიძლია გითხარათ რომ მიზეზი მხოლოდ თამაშში არაა. მიზეზი გაცილებით ღრმაა, ის ოჯახს ეხება.
ფეხბურთის ემოცია წარმოუდგენელი ასახსნელია მათთვის ვისაც ეს არ გამოუცდიათ. მაგალითად, როცა ბრაზილია გერმანიას ეთამაშებოდა 2014-ში, მატჩს ჩემს ცოლთან ერთად ვუყურებდი სახლში. როცა გერმანიამ მეოთხე გოლი გაიტა ჩემი ცოლი ატირდა. ვკითხე კარგად თუ იყო. ის კი გაუჩერებლად ტიროდა. ის მწვრთნელის ცოლი იყო და იცოდა რას ნიშნავდა ეს არა მხოლოდ მოთამაშეებისა და თანამშრომლებისთვის არამედ მათი ოჯახებისთვისაც. 7-1-ით განადგურების შემდეგ მჯეროდა რომ ბრაზილიის შემდეგი მწვრთნელი მე ვიქნებოდი. როცა თანამდებობისთვის მე არ შემარჩიეს გულწრფელად ვიტყვი, იმედი გამიცრუვდა და ძალიან მოვიწყინე. იმ დროს დედაჩემზე დავიწყე ფიქრი. მახსენდებოდა როგორი მებრძოლი იყო. როცა ჩვენს ოჯახს უჭირდა ის უფრო მეტს მუშაობდა. ის კერავდა მანამ სანამ ჩემი წვენი ჯადოსნურად არ გაჩნდებოდა მაგიდაზე. ჩემთის ის ინსპირაცია იყო.
გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ერთი კვირის განმავლობაში ვტიროდი. მერე კი საბრძოლველად წავედი. ვიცოდი ბრაზილიიდან უნდა წავსულიყავი და ტაქტიკა მესწავლა ფილოსოფიის გასამრავალფეროვნებლად. თვითმფრინავში ჩავჯექი და აჩრდილები უკან მოვიტოვე. ორი უნიშვნელოვანესი ადამიანი ვისგანაც ბევრი ვისწავლე და ვისი მადლიერიც ვარ , მისტერ ანჩელოტი და მისტერ ბიანკი არიან.