ლარს ლაგერბეკი (ისლანდიის ნაკრების მწვრთნელი):“შესვენებამდე პარალიზებულნი ვიყავით. ვერ გავუძელით ტექნიკურ ფრანგებს. ძალიან ბევრი გოლი გავუშვით. გამოუცდელობამ თავისი როლი ითამაშა. ვამაყობ ჩემი ბიჭებით“.
ეიდურ გუდიონსენი (ისლანდიის ნაკრების თავდამსხმელი):“სიზმარში ვიყავით, მაგრამ სიზმარი უსასრულოდ არ გრძელდება. საფრანგეთი ჩვენზე გაცილებით ძლიერია“.
გილფი სიგურდსონი (ისლანდიის ნაკრების ნახევარმცველი):“ამაყნი ვართ. საკუთარ თავს ვაჯობეთ. ჩვენგან ამას არავინ არ ელოდა. 10-15 ფეხბურთელი ისეთ ასაკშია, რომ პროგრესი უნდა გააგრძელონ. დავიწყებთ მუნდიალის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას. ჩვენ კარგი მომავალი გვაქვს“.
კოლბეინ სიტგორსონი (ისლანდიის ნაკრების თავდამსხმელი):“დაცვაში გაგვიჭირდა, რადგან შეუცვლელი შემადგენლობით რამოდენიმე მატჩი ჩავატარეთ და დავიღალეთ. ეს გასაკვირი არაა. მიხარია, რომ მეორე ტაიმი მოვიგეთ“.
This post has been edited by misha20123 on 4 Jul 2016, 11:15