კლაუდიო რანიერის მოგებული ტურნირის მაყურებლებო, მოგესალმებით
თურმე ვიღაც ნაბოზარ ნეაპოლელს თავისი ტანკერი სადღაც ბრისტოლთან მიუყენებია და ქალაქის მთელი ნაგავი ზედ მიუცლია.
ხოდა დასევიან საფეხბურთო მესვეურები, ვაიდა რა ამოვიდესო..
ზოგს ვალტერ მაცარი ამოსვლია, ზოგს გვიდოლინი, მარა ყველაზე მეტად ლესტერს გამართლებია...
ლესტერს ის კაცი ამოსვლია, 25 წელი 10-ზე მეტ გუნდში კომბლებს რომ თლიდა და ჭერში აწყობდა, მაგრამ წლის ბოლოს თავისივე კომბლით რომ სცემდნენ.
ის კაცი ამოსვლია, ქვეყნის მთავარ ტიტულთან ახლოსაც რომ არ ყოფილა არასდროს.
ეს ის კაცია, მაშინ რომ აგყავს, როცა აღიარებ, რომ მაღალი მიზნები არ გაქვს.
ხოდა ჩასულა ქალაქში, რომელსაც ემილ ჰესკის მეტი ფეხბურთელი არ უნახავს, ტომ მეიგანს მათი ორღობეში გატანილი გოლების პოსტერები რო აქვს სახლში და საფეხბურთო სამყარო სერჯ პიცორნოს გოლით რო იცნობს და ფლორენციული ბუტიკიდან სავაჭროდ წამოღებულ ტყავში გაუზმანავს უღიმღამო ჭორფლიანები. რომ არა რანიერი ჯეიმი ვარდი დღესაც ვაჟიშვილი იქნებოდა.
ჩემს მრავალწლიან კითხვას, იყო თუ არა პლ უყლევესი ჩემპიონატი, კლაუდიო რანიერის ამოდენა წარმატებამ უტყუარი პასუხი გასცა.
წარმოუდგენელია იმაზე ამომწურავი პასუხის მოძებნა ამ კითხვაზე, ვიდრე კლაუდიო რანიერის ჩემპიონობაა.
ასე რომ, მინდოდა უკვე ოფიციალურად მომელოცა უყლევესი ჩემპიონატის მაყურებლობა თქვენთვის, ძვირფასო კუნძულელებო.
წლევანდელი სურათი ასეთია -
მოურინიო უყლევესი, შექმნილი პერსონაჟი, მითი კაცი ინტერის მერე, ინდონეზიური ზღაპრის გმირი - მანჩესტერი უყლევესი გუნდი უყლევესი ტრანსფერებით , FIFA და PES -ისთვის შექმნილი გუნდი. პოგბა-გარეკანა. ჰედლაინი, კრეატიული სათაურით ტაბლოიდების დაწერილი ფუნტები. მხითარიანი-პოგბა- არაფრის მომტანი ტრასნფერი, იბრას 16 გოლიანი სეზონი, მეხუთე ადგილი. სამაგიეროდ ჟოზე-რუნის კონფლიქტი იქნება უაღრესად საინტერესო : )
ქალაქის მეორე მხარეს დღევანდელობის მძვინვარე კითხვა გადმობარგდა - გუარდიოლა უფრო დიდია თუ ბარსელონა.
ათამაშებული რაჰიმ სტერლინგი - 60 მილიონი. ფულის ერთეული - სტერლინგი.
მთავარი შიდა ინტრიგა - რას დაწერს სერხიო აგუერო გუარდიოლაზე თავის წიგნში გუნდის დატოვების შემდეგ.
და მაინც - ევროპული ოცნება არ ახდება.
ხესუს ნავასს სერიალში გადაიღებენ ამავე სახელით.
ჯო ჰარტი თოვლის მოსვლას ელოდება, რომ ალპებში ისრიალოს, საკმარისად ბედნიერია.
ასევე მენიუში,
პოპულარული გერმანული პროდუქტის, სხარტად დამასველებელი დორტმუნდის შემქნელებისგან - ინტერიდან გადმოყრილ კოუ <3-ზე აწყობილი გადაბრენდინგებული ლივერპული, aka წაგება და მოგება ძმები არიან.
S-ის ფორმაში ჩამოსხმული, მუცლით წინ, ტრაკით უკან, სადიო სად ვსდიო მანე. სტარი გახდება მალე.
ჯორდან ჰენდერსონს თურმე დაყენებული ელეგანტური Fუთვორკის რეცეპტი 3 უჯრედ ტვინში გაუცვლია 10 შილინგად და უკვე 7 უჯრედით წელს პლ ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელის ტიტულსაც დაუმიზნებს.
არსენალს უკვე 24 ისეთი ფეხბურთელი დაუგროვდა, ერთმანეთზე, და მეტიც, ერთმანეთის ქვეყნებზე რომ არაფერი იციან.
თურმე ისეთი კროს-კულტურული ინსაითები მიიღო ვენგერმა, გერტ ჰოფსტიდი მოუწვევია მაასტრიხტიდან თავისივე თეორიის გადასახედად.
წელს უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს და მომავალ წელს მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთო უთქვამს.
ბრანო ივანოვიჩი კარიერის დამთავრების მერე ბელგრადში აპირებს თურმე დაბრუნებას, მიმდგარა მომდგარა და საკონსტიტუციოში ბადრაგობა შეუპირებია ვიღაც დიდი კაცისგან.
კონტეს აბრამოვიჩისთვის უთქვამს ჩემებსაც თუ ჩამოიყვან ბარიდან, მოქალაქეობას გაუკეთებ და რაღაცა 2 კაპიპი ექნებათ, თამაშს აღარ წავაგებო და ეს თუ აუხდინეს ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება ჩელსის.
თურმე ნაგვიდან რომ იღებდნენ, იმ პარკში, მაცარი რომ იჯდა, პიჯაკი ეგდო, უოტფორდის მესვეურებს ჩაუთვლიათ ალბათ ნერვიულობს ისევ და გაიხადა, თან წამოიღეთო, თურმე ამას შიგ ზუნიგა დაუმალავს... ესეც მანჩესტერთან ამოხტა და თამაში მოაგებინა.
ასეა თუ ისე, ვიღაც უკლასო, მწვანე მინდორ უნახავ, თამაშის ჯილეტის რეკლამის უკნიდან მაყურებელი პროვინციელების საბორგინო გახდა ეს დიდებული მიწა... კიდევ კარგი... მ..... მ...... ვინმე დიდებული ინგლისელი მწვრთნელი, რომელსაც რატომღაც ვერ ვიხსენებ, ვერ მოესწრო ამ დაცემულ დროს, სირცხვილი მაშინ უნდა გენახა...
შარშან რანიერი, ახლა კონტე იქნება და მერე ტახტით გადავა ტიტული მომავალი წლიდან.