ზლატანი: "იუნაიტედში" ტიტულებს მოვიგებ"
იბრაჰიმოვიჩმა ყველგან მოიგო ტიტული, სადაც ითამაშა, მაგრამ მის თაროს პრემიერ ლიგის თასი აკლია, რისი მოპოვების იმედიც "იუნაიტედთან" ერთად აქვს.
"უუუფ, ფანტასტიკური იქნებოდა. პრემიერ ლიგა რომ მოვიგო, მომდევნო დღესვე შევწყვეტ ფეხბურთის თამაშს... თითქმის! ბოლო მატჩებში ცოტა არ გვიმართლებდა, მაგრამ გვჯერა და როცა გჯერა, ამასაც მიაღწევ. იმედი მაქვს მოვიგებ, არა, ნამდვილად მოვიგებ."
ეს უდიდესი კლუბია
ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონაში", "მილანსა" და პსჟ-ში ასპარეზობისას აქვს მოპოვებული ტიტულები (ეს სრული ჩამონათვალი არ არის, რამეთუ მის ანგარიშზე 13 ჩემპიონობაა სხვადასხვა ჩემპიონატებში), აღნიშნავს, რომ ეს კლუბი უდიდესია.
"ბევრ დიდებულ კლუბში მითამაშია, ყველა კლუბი დიდებული იყო და თუ არ იყო, როცა მე მივედი, მაშინ გახდა! ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებთ, უზარმაზარია, არც ადგილობრივი, არც გლობალური, არამედ მსოფლიო მასშტაბის."
ყოველი მედალი განსაკუთრებულია
როცა 25 ჯილდო გაქვს მოგებული წარმატებული კარიერის განმავლობაში, ფავორიტის გამოყოფა რთულია - იბრასთვისაც კი. "ყველა მედალს თავისი ისტორია აქვს. რთულია თქმა, რადგან ყველა ქვეყნიდან ერთი მაინც მაქვს, სადაც ვიყავი".
მათ შორის ინგლისიდანაც. "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ პირველივე ოფიციალურ მატჩში მან ქომუნითი შილდის მედალი მოიგო.
.......
ინფანტინო: "ფეხბურთს მოურინიოსნაირი ხალხი სჭირდება"
ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო, მიიჩნევს, რომ მსოფლიო ფეხბურთს ისეთი ხალხი სჭირდება, როგორიც გამოცდილი პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიოა.
"მოურინიო არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი იდეებითა და მათი რეალიზაციის ხერხებით ფეხბურთის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა და ამის კეთებას აგრძელებს.
გასაგებია, რომ ზოგს ის მოსწონს, ზოგი კი უბრალოდ ვერ იტანს. პირადად მე პირველ კატეგორიას მივეკუთვნები. ჩვენ მისნაირი ხალხი გვჭირდება, რომლებიც ინოვატორები არიან, ყოველთვის იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ და დიმპლომატიაზე ყოველთვის არ ღელავენ.
ასეთი ადამიანები ფეხბურთს სჭირდება. მოურინიო უნიკალური პერსონაა - ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდა", -განაცხადა ინფანტინომ.
This post has been edited by Vanpersie18 on 10 Nov 2016, 19:55