ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ერთი წლით დარჩება.
შვედ ფორვარდს მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა კლუბს კიდევ 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივა აქვს.
ჟოზე მოურინიომ უკვე დაადასტურა, რომ ის ამ უფლებით ისარგებლებს, შვედის აგენტმა კი თავის მხრივ ასევე გამოთქვა იბრაჰიმოვიჩის "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის სურვილი.
"დიდი შანსია, რომ მეორე წელი იყოს. კონტრაქტში უკვე შეტანილია ეს პუნქტი, ასე რომ, ჩვენთვის და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ახალი არ არის. ორივე მხარე კმაყოფილია.
უფრო დროის საკითხია, ვიდრე იმის, მოხდება თუ არა.
გასულ წელს ჩინეთიდანაც მივიღეთ დიდი შემოთავაზებები, მაგრამ არ აირჩია და ინგლისში მივიდა თავისი სულისკვეთების საჩვენებლად.
ჯერ არ ამოუწურავს შესაძლებლობები. ჯერ კიდევ მასშია. ჯერ კიდევ ესწრაფვის გამარჯვებას, თამაშს, და მხოლოდ ფული რომ აღელვებდეს, ახლა "მანჩესტერ იუნაიტედში" არ იქნებოდა", - განაცხადა რაიოლამ.

.....................
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მისი მომავალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პორტუგალიელი ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბიდან ზღაპრულ შეთავაზებას მიიღებს.
"ოლდ ტრაფორდზე" მისვლის შემდეგ მოურინიოს დაუყოვნებლივი წარმატებისთვის სულაც არ მიუღწევია, მაგრამ მისი გუნდი ბოლო პერიოდში კარგ შედეგებს აღწევს.
პრესაში იწერებოდა, რომ მოურინიომ ხელმძღვანელობის გული მოიგო და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებდნენ, მაგრამ 53 წლის სპეციალისტი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ნებისმიერ დროს მზად არის კონტრაქტის გასახანგრძლივებლად.
"ჩინეთის ფული ყველასთვის მიმზიდველია, მაგრამ მე უმაღლესი დონის ფეხბურთი მიყვარს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, 53 წლის, ძალიან ახალგაზრდა ასაკია, ფეხბურთში ბევრი წელი მაქვს დარჩენილი იმისათვის, რომ ჩინეთის მსგავს ქვეყანაში წავიდე.
მინდა იქ ვიყო, სადაც გამარჯვება რთულია, ასე რომ, სწორად შევარჩიე ადგილი. "იუნაიტედს" ჩემთვის ახალი კონტრაქტი არ შემოუთავაზებია და არც ველი, რომ შემომთავაზებს, რადგან მათ სამი წელი მომცემს.
სუპერმხარდაჭერას მიცხადებენ და ვგრძნობ, რომ აქ სამ წელზე მეტხანს დავრჩები.
იციან, რომ მიყვარს, "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი სამუშაო მიყვარს და ისიც იციან, რომ ერთ დღეს თუ შემომთავაზებენ კონტრაქტს, ხელს მოვაწერ, მრჩეველებსაც კი არ დავეკითხები, იმიტომ მოვაწერ, რომ მიყვარს ეს სამუშაო", - განაცხადა პორტუგალიელმა.

იასნა ეს 3 წელზე მეტს უნდა დარჩეს
This post has been edited by Vanpersie18 on 22 Dec 2016, 15:00