bersena შვაინა და კერიკი და პოგბა მშვენივრად დადგება ცენტრში.სულ თავისუფლად.ერერაზე ნაკლები შავი სამუშაო პონტია რო გააკეთოს შვაინამ.ანდა არაა პრობლემა კერიკი დაისვენებს და ერერა ,
შვაინა და პოგბა.ან პირიქით შვაინას მაგივრად კერიკი.მოკლედ შვაინას შეუძლია ცენტრში ნებისმიერ პოზიციაზე ყომარი
ბაიერნში უთამაშია ბევრჯერ ჩამშლელად
..................
ჟოზე მოურინიომ ბასტიან შვაინშტაიგერს პირობა მისცა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში პრემიერ ლიგის მატჩებშიც დაუბრუნდება.
"უიგანთან" მატჩის წინ პორტუგალიელ სპეციალისტს BBC Sport-მა ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც ლუკ შოუსა და შვაინშტაიგერის შესახებ ჰკითხა. მას შემდეგ, რაც მოურინიომ განაცხადა, რომ "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ევროპა ლიგის განაცხადშიც შევა, ჟოზე დასძინა, რომ მას პრემიერ ლიგაში თამაშის საშუალებაც მიეცემა.
"ლუკი კარგადაა - ტრავმირებული იყო და ვარჯიშებს დაუბრუნდა, ასე რომ ჩვეულებრივი მოვლენაა მისთვის შანსის მიცემა.
ბასტიანი ზოგიერთებისთვის სიურპირიზიც შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან რამდენიმე თვის განმავლობაში შემადგენლობაში არ შეგვყავდა. გუნდში დაბრუნების მომენტიდან კი თავისი შანსისთვის იბრძვის, რაც ამდენი მატჩის ფონზე მიეცემა. "სიტისთან" ლიგის თასის ფინალის გამო გადატანილი მატჩი გვაქვს, ევროპა ლიგაზეც ვასპარეზობთ და მორგან შნეიდერლინისა და მემფის დეპაის წასვლაც ფაქტია.
გუნდის შემადგენლობა შემცირდა და შვაინშტაიგერი გვჭირდება. დღეს შანსი მიეცა, რომ აჩვენოს მზად არის - პრემიერ ლიგისთვისაც კი", - განაცხადა მოურინიომ "უიგანთან" მატჩის წინ.
This post has been edited by Vanpersie18 on 30 Jan 2017, 03:10