ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფინალისტთა ფანთეონს შეუერთდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ კვირას ლიგის თასის ფინალში გატანილმა ორმა გოლმა ხაზი გაუსვა მისი, როგორც დიდი ფეხბურთელის სტატუსს - და მისი სახელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელთა იმ პანთეონს შეუერთდა, რომელიც ტიტულის მომტან მატჩში გოლების ავტორების სახელს შეიცავს.
რა თქმა უნდა, შვედი ინგლისში დიდი წარსულით მოვიდა. მან გოლები გაიტანა "აიაქსის", "მილანის", "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში ჩატარებულ ფინალურ მატჩებშიც. პსჟ-ში მან გოლები გაიტანა საფრანგეთის თასის ფინალში, საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში და საფრანგეთის ჩემპიონთა სუპერთასის მატჩში.
35 წლის ფეხბურთელმა ასევე გამარჯვების გოლი გაიტანა "ლესტერ სიტისთან" ქომუნითი შილდის მატჩში, როცა მისი დებიუტი შედგა, კვირას კი გმირი იყო ლიგის თასის ფინალური შეხვედრისა, რომელმაც ხაზი გაუსვა მის საჩემპიონო სულისკვეთებას.
იბრაჰიმოვიჩი გამარჯვებულია და რაც უფრო მაღალია გამოწვევა, მით უკეთესია მისთვის. გარდა სამი გოლისა, რომლითაც მან "იუნაიტედს" ტიტული მოუპოვა, მის ანგარიშზეა პრემიერ ლიგის ორ უმნიშვნელოვანეს მატჩში გატანილი გოლებიც "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ.
იბრაჰიმოვიჩისა და ჯესი ლინგარდის სამგგოლიან სატიტულო გოლებს ბრაიან მაკკლეირი (1991 წლის სუპერ თასი, 1992 წლის ლიგის თასი, 1995 წლის ინგლისის თასი), კრიშტიანუ რონალდუ (2004 წლის ინგლისის თსი, 2006 წლის ლიგის თასი, 2008 წლის ჩემპიონთა ლიგა), რუდ ვან ნისტელროი (2001 წლის ქომუნითი შილდი, 2004 წლის ინგლისის თასი) და ნორმან უაითსაიდი (1983 წლის ლიგის თასისა და ინგლისის თასის ფინალები, პლუს ერთადერთი გოლი 1985 წლის ინგლისის თასის ფინალში) შეუერთდნენ.
* * *
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს.
პორტუგალიელის თქმით, მიმდინარე სეზონში იბრამ 2 ტიტული მოიგო და შანსი აქვს კიდევ მოიგოს თასები. ამავდროულად, ჟოზე იმასაც ამბობს, რომ იბრაჰიმოვიჩს საკმაოდ ბევრი გოლი გააქვს.
"კარგად ვიცი რონალდუ და მესი, ვიცი რასაც აკეთებენ ისინი და რატომაც იღებენ ოქროს ბურთებს.
თუმცა, ვერ წარმომიდგენია იბრაჰიმოვიჩი ისე წავიდეს ფეხბურთიდან, რომ ოქროს ბურთი ვერ მოიგოს. მას შესანიშნავი კარიერა ჰქონდა და აქვს. ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ზლატანი 1 ოქროს ბურთს მაინც იმსახურებს.
ბოლო შეხვედრებში შვედმა დაგვანახა, რომ ის ფენომენია. სხვას ვერაფერს ვიტყვი.
მიმდინარე სეზონში თუ იბრაჰიმოვიჩმა კიდევ მოიგო ტიტული, რატომ არ შეიძლება რომ ოქროს ბურთი მიიღოს? 35 წლის კაცმა ასეთი სეზონი ჩაატარა, ამდენი გოლი გააქვს და თუ ევროპა ლიგაც მოიგო, არ დაიმსახურებს ოქროს ბურთს?" - ამბობს მოურინიო.
მიმაგრებული სურათი