მოურინიომ პრემიერ ლიგის ყველა გუნდი დაამარცხა
მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს თავის აქტივში პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდზე გამარჯვება ერიცხება.
პორტუგალიელი სპეციალისტი "ოლდ ტრაფორდზე" პირველ სეზონს ატარებს, მაგრამ პრემიერ ლიგაში ეს მისი მე-6 სეზონია.
მოურინიომ "ჩელსიში" ორჯერ მისვლისას 5 სეზონი გაატარა "სტემფორდ ბრიჯზე", საიდანაც 2015 წელს წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. სწორედ "ჩელსი" იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც მოურინიოს პრემიერ ლიგაში არასდროს ჰყავდა დამარცხებული, მაგრამ მან ეს დანაკლისი გუშინ "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული მატჩით შეავსო.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონელ მეტოქეს ბოლო 13 შეხვედრაში პირველად სძლია და ოთხეულისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, მოურინიომ კი თავის სამწვრთნელო კარიერაში პრემიერ ლიგაში ოდესმე მოასპარეზეთა შორის 34-ე გუნდი დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელს თავის კარიერაში ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე ყველა კლუბთან აქვს გამარჯვება მოპოვებული.
.................
მოურინიოს მინიშნება "ჩელსის" გულშემატკივრებს
მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ჩელსიზე" თავისი გუნდის გამარჯვებაზე "წითელი ეშმაკების" ემბლემაზე მინიშნებით აღნიშნა.
მოურინიომ, რომელმაც "ჩელსიში" მუშაობის პერიოდში შვიდი ძირითადი ტიტული მოიგო, მიმდინარე სეზონში მესამე მცდელობის შედეგად "ლურჯები" პირველად დაამარცხა.
"სტემფორდ ბრიჯზე" მუშაობის პერიოდში მოურინიო "ჩელსის" გულშემატკივრების საყვარეულ ფიგურად იქცა, ვინაიდან მის ეპოქაში "ლურჯებმა" პრემიერ ლიგა ოთხჯერ მოიგეს, მაგრამ პორტუგალიელის დათხოვნის შემდეგ თავისი ყოფილი გუნდის სტადიონზე დაბრუნებულ ჟოზეს ქომაგები არცთუ პატივისცემით დახვდნენ.
მაგალითად, პრემიერ ლიგის ეგიდით გასამართი მატჩის წინ მოურინიოს სპეციალური პარკინგი მოუწყვეს, რომელზეც ეწერა, რომ ავტობუსი იქ უნდა დაეყენებინა, ავტობუსში კი არა უშუალოდ სატრანსპორტო საშუალება, არამედ სათაშო სტილი იგულისხმეს.
გარდა ამისა, ინგლისის თასისი ეგიდით გამართული მატჩის მიმდინარეობისას მას იუდა უწოდეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ სიტყვას სკანდირებდნენ.
მაგრამ ამჯერად გამარჯვებული "იუნაიტედი" გამოვიდა და მოურინიომ ფანებს თავისი ჟესტით გასცა პასუხი:
VIDEO შიგ კონტეში
This post has been edited by Vanpersie18 on 17 Apr 2017, 10:57
მიმაგრებული სურათი