მატა შემადგენლობას დაუბრუნდა
შესაძლოა, ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველი მატჩი ხუან მატამ ხვალვე ჩაატაროს.
ჟოზე მოურინიომ გუნდის განაცხადში ასევე შეიყვანა რეზერვების გუნდის 20 წლის ფეხბურთელი, სკოტ მაკტომინეი, რომელსაც დისკვალიფიცირებული მარუან ფელაინისა და ტრავმირებული ტიმოთი ფოსუ-მენსას ადგილას უხმო.
მატას დაბრუნება ანტონიო ვალენსიამაც დაადასტურა "ინსტაგრამზე" დადებული პოსტით, ესპანელი კი დღეს თავის თანაგუნდელებთან ერთად სასტუმრო "ლოურიში" მივიდა.
29 წლის ფეხბურთელმა ოთხი კვირის წინ გაიკეთა ოპერაცია და მოურინიოს თქმით, ხუანი მაისის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, მატა "სუონსისთან" მატჩში ითამაშებს.
მოურინიომ ასევე არ გამორიცხა იმის ალბათობა, რომ ნახევარდაცვაში ადგილი უეინ რუნის ჩააბაროს, რომელიც ასევე ახლახანს დაბრუნდა შემადგენლობაში, მაგრამ მანჩესტერულ დერბიში მონაწილეობა არ მიუღია.
დადასტურებული შემადგენლობა: დე ხეა, რომერო, პერეირა; ვალენსია, დარმაინი, ბლინდი,ტუანზებე, ,ბაიი, შოუ, კერიკი, ერერა, მაკტომინეი, ლინგარდი,მარსიალი,რაშფორდი, იანგი, მატა, მხითარიანი.რუნი




სულზე მოგვისწრო მატამ

მევასება ხუანიტო რადგან თვითონაც მაგრად უყვარს ემიუ
This post has been edited by Vanpersie18 on 30 Apr 2017, 11:56