წინა დღეებში კატალონიაში საუბრობდნენ, რომ პერესი ,,ფიფას" სასჯელისგან თავის არიდებისთვის მთელი თავისი გავლენის გამოყენებას ცდილობდა და კულუარებში გამალებით მუშაობდა, თუმცა დიდი ხნის წინ დაანონსებული სანქცია უკვე ძალაში შევიდა. ორივე კლუბი ,,საარბიტრაჟო სასამართლოში" გაასაჩივრებს, ,,სამეფო კლუბმა" ოფიციალურ განცხადებაში ,,უსამართლოებაზე" უკვე ისაუბრა, დაბრუნებით კი იჯარით 6 გაშვებულის უპრობლემოდ მოყვანა შეეძლება: მ. ლორენტე (,,ალავესი"), დ. ლორენტე (,,მალაგა"), მაიორალი (,,ვოლფსბურგი"), ვალიეხო (,,აინტრახტი"), ბურგი (,,ხიხონი"), დე ტომასი (,,ვალიადოლიდი"). ,,კასტილიას" განათხოვრებული 10 ჰყავს, ,,ატლეტიკოს" ასევე 10, მათ შორის კრანევიტერი, ოლივერი, ტეო ერნანდესი, ვერნერი და ა.შ.
1)
,,ბარსელონა": ფეხბურთელების ყიდვა შეუძლია, მაგრამ გუნდის განაცხადში ვერ შეიყვანს (2 სატრანსფერო ფანჯარა)
,,რეალი": არ შეუძლია განაცხადში შეყვანა, ყიდვაზე დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ,,არდა–ვიდალის" უფლება აქვს (2 სატრანსფერო ფანჯარა)
,,ატლეტიკო": არ შეუძლია განაცხადში შეყვანა, ყიდვაზე დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ,,არდა–ვიდალის" უფლება აქვს (2 სატრანსფერო ფანჯარა)
2)
,,ბარსელონა": ჯარიმა 370 000 ევრო
,,რეალი": ჯარიმა 329 000 ევრო
,,ატლეტიკო": ჯარიმა 823 000 ევრო
3)
,,ბარსელონა": დაარღვია 1 წესი, რეგლამენტის მე–19 პარაგრაფი
,,რეალი": დაარღვია 6 წესი, რეგლამენტის 5, 9, 19 და ქვე–თავებში მოცემულობები
,,ატლეტიკო": იგივე, რაც ,,რეალმა"
4)
,,ბარსელონა": საქმე 10 ბავშვს ეხება
,,რეალი": საქმე 39 ბავშვს ეხება
,,ატლეტიკო": საქმე 100 ბავშვს ეხება
5)
,,ბარსელონა": მათთან ერთად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა
,,რეალი": მხოლოდ კლუბი დაჯარიმდა
,,ატლეტიკო": მხოლოდ კლუბი დაჯარიმდა
http://liga.ge/ef/12598--5-.html