ლას პალმასს ვხვდებით დაახლოებით ერთ საათში, კანარის კუნძულებზე
პალმებმა ვალენსიასთან წააგეს გასვლაზე წინა მატჩი 1:0 და სიმეონემ პრესკონფერენციაზე თქვა, მთელი ძალის მობილიზება დაგვჭირდებაო
წინა წელს კოკეს და გრიზმანის გოლებით მოვუგეთ, თუმცა გრიზმანი ახლა ვერ გვეყოლება
ასევე ვერ გვეყოლება გაიტანი, რომელმაც ვარჯიშზე მიიღო ტრავმა. სამაგიეროდ დაგვიბრუნდნენ ფილიპე და გამეირო
ამის მიუხედავად, იმედია ორივე დაისვენებს და სანაკრებო შესვენების დროს სრულად აღიდგენენ ფორმას
პალმებს დააკლდებათ გაწითლებული ჰალილოვიჩი და ვიტოლო, რომელსაც ჯენტლმენური შეთანხმებით არ ათამაშებენ
Oblak, Vrsaljko, Giménez, Godín, Lucas, Gabi, Koke, Saúl, Carrasco, Correa, Vietto
ამ განლაგებით ვივარჯიშეთ ბოლოს და შეიძლება სასტარტო სწორედ ასეთი იყოს
ასიც ასეთ განლაგებას ვარაუდობდა რამდენიმე დღის წინ
ვრსალკო ძალიან მაინტერესებს საქმეში, ასევე კორეა მოიშორებს თუ არა სტარტერობის კომპლექსს, დავაკვირდეთ. დროა დაიწყოს პირველივე წუთიდან თამაში
შემადგენლობა როცა დაიდება, დავწერ
aupa, atleti