რაულ გარსიას სკოლა აქვს გამოვლილი კოშტას, რულო ვაფშე სხვა დონეა, გაშვრბული გოლიც არ მწყინს მაგისგან (მითუმეტეს, თუ მაინც ვიგებთ :დ)
* * *
დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, გადამწყვეტი ნამდვილად არაა და არც სეზონის ბედს დასტრიალებს რომელიმე.მხარეს, მაგრამ აუცილებლად მოსაგები, საჩემპიონო თამაშია რა. მეორე ადგილზე გადასვლაც სასიამოვნო გრძნობა იქნება, ეგენი როგორ უნდა გვისწრებდნენ (+ მადლობა ლევანტეს, სოსიედადის მინადგურებისთვის :დ)
სევილიას მაღალი მიზნების შესახებ წინა პოსტებშიც ვახსენე, ესპანეთის მესამე გუნდობა მოინდომეს. სამპაოლისადმი პატივისცემის.მიუხედავად, ბერიცოც უკეთესი მწვრთნელი მგონია. სელტაში დაცვის პრობლემების მიიხწდავად გუნდი ისე აათამაშა, რომ ხუთ თამაშში ერთადერთი გოლი აქვთ გაშვებული მხოლოდ.
დღეს ნოლიტოს მოისაკლისებენ და შეიძლება პისაროც დააკლდეთ. ჩვენი.მხრიდან დანაკლისი კი მხოლოდ აუგუსტოა, რომელსაც განაცხადს მიღმა დატოვებული ტორესი და ხიმენესი უერთდრბიან. აშკარაა, რომ ჩოლო როტაციებს წინა სეზონებთან შედარებით, გაცილებით.უფრო ხშირად იყენებს.
სავარაუდოდ, ტორესი, ხიმენესი და კოშტა ტრიბუნებზე ერთად ისხდებიან და თამაშსაც ერთად უყურებენ, კარგი სანახავი იქნება

როტაციებს ასევე შეეწირა კორეა, რომელმაც სასტარტოში ადგილი ვიეტოს დაუთმო. მის მსგაბსად სკამზე გადაინაცვლა თომასმაც, რომლიშ ნაცვლადაც ნახევარდაცვაში გაბი, საული და კოკე იდგებიან. სასტარტოში ადგილი დაიბრუნა კარასკომაც.
დაცვაში ყველაზე დიდი სიურპრიზი ვრსალკოს ძირითადია და გვეღირსება ნისი ხილვა ტრავმების შემდეგ. ფილიპეს რაკი არაფერი ჭირს, მარცხნივ ის დადგება, ლუკასი ლი ცენტრში შეუწყვილდება გოდინს.
წინა წელს გოდინის, გრიზმანისა და კოკეს გოლებით მოვიგეთ. იმის წინა წელსაც სამი გოლი გავიტანეთ (გაბის საჯარიმო თუ გახსოვთ) და ტრადიციას არც დღეს დავარღვევთ იმედია
აუპა, ატლეტი