სანამ საერთაშორისო ბრეიქი მიდიოდა ბევრი რამ მოხდა
ოფიციალური მაღაზია გავხსენით მადრიდის შიგ ცენტრში, გუშIნ პრეზენტაცია იყო, ფეხბურთელები მივიდნენ როგორც კაცების, ისე - ქალების გუნდიდან
#granviarojiblanca
გოდინს უდიდესი ტიტული მიანიჭეს, რაც ურუგვაიში სპორტსმენმა შეიძლება მიიღოს
პარლამენტში ჰქონდა მიღება, ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით შეეგებნენ, თვითონაც მშვნეიერი სპიჩი დადო და მერე ორივე მატჩი ითამაშა ნაკრებში, ტრავმის მიუხედავად
ამიტომ დღეს სავიჩი-ლუკას დაიწყებენ იმედია
ხიმენესი არ გამოკეთებულა ჯერ, საულსაც რაღაც უცნაური ტრავმა აქვს ტერფზე, მოიამ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერ ადრეა მაინც მისთვის თამაში. ჩერჩი-აუგუსტოზე ვიცით.
დანარჩენები მწყობრში (და განაცხადში) არიან
VIDEO დღეს გრანადას ვხვდებით
ბოლო ადგილოსანს, მოგების გარეშე, ყველაზე მეტი გოლის გამშვებ გუნდს
პაკო ხემესი გააგდეს ხუთი ტურის შემდეგ და ლუკას ალკარასი მოიყვანეს, ძველზე ძველი მწვრთნელი
ბოლო 16 მატჩიდან კალდერონზე 15 მოვუგეთ
წინა წელს ორივე მატჩი მშრალად მოვუგეთ 3:0 და 2:0
გრიზმანს შვიდი გოლი დაუგროვდა ამათთან (#გრანადასლომი)
და ლალიგის სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, არამსოფლიოდონის ფეხბურთელი
VIDEO ჩოლომ თქვა, მთავარი ისაა, რომ ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვნად თვლის თავსო და ეგრეცაა
ვრსალკოც კი, ინტერვიუ ჰქონდა და თქვა, ვიცი სადაც მოვედი, ბევრს ვიმუშავებ და ძირითადიც მექნებაო
საერთოდ არ ჩანს ცუდი ბიჭი <3
კარასკომაც უარი თქვა ჩელსიზე და ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს ჩვენთან
გაზრდილი ხელფასითა და გამოსასყიდით
VIDEO გაიტანი და კარასკო მინდა თავიდანვე, გაიტანმა უნდა გაიბრწყინოს და დაიწყოს ნელ-ნელა ძირითადისთვის ბრძოლა
გამეიროს თუ დაასვენებს, არაუშავს, მაინც როსტოვში გვაქვს გასვლა და შეიძლება ფრანგი დაასვენოს, კარგი ორი მატჩი ჩაატარა ნაკრებში
თან ტორესი ბაზაზე იყო ორი კვირა და ვარჯიშობდა გაბისთან, ტიაგოსთან და ხუანფრანთან ერთად
ჩოლო ამბობს, დასაწყისი იქნება გადამწყვეტი - დეპორთან როგორც დავიწყეთ კი არა, სპორტინგთან როგორც გამოვედით, ისე არის საჭიროო
ჰოდა სუპერშემტევი შემადგენლობა უნდა დააყენოს ალბათ
თან დაცვაში მაგარი ხვრელები აქვთ და სულ რო ჯადოქარი იყოს, ვერ მოასწრებდა ყველაფრის ამოვსებას ალკარასი
წინა წელსაც როგორ დარჩნენ, აი სასწაული გუნდია გრანადა
18 სხვადასხვა გუნდიდან ყავთ ნათხოვარი ფეხბურთელები
რა შეთამაშებაზეა ლაპარაკი
კიდევ ერთი ქლინ შითი უნდა დადოს ობლაკმა (ინგლისსაც არ გაატანინა სხვათა შორის სლოვენიის რიგებში)
და კიდევ უნდა გავიმყაროთ ლიდერობა ლალიგაში
რეალს რატომღაც მგონია, რომ უნდა გაუჭირდეს ბეტისთან კაზემოდრიჩის გარეშე (და რამოსის არყოფნაც, მაგისი ###ობების მიუხედავად, მაინც დაეტყობათ)
და ბარსა კი ისედაც ჩვენზე უკანაა
(თან იქნებ ზედიზედ მესამე ფრე იკისრონ ჯიგრებმა კამპზე)
აუპა, ატლეტი