როსტოვს ვეთამაშებით ისე დღეს
ვიღაც აკლიათ, მარა გვარი არაფერს მეუბნება

26 თამაშია არ წაუგიათ სახლში ყველა ტურნირზე, რაც მშვენიერი რიცხვია და მანდვე გაიყინოს უნდა
იქით ლეველიერნიც თუ ტრადიციისამებრ ჩაისვრის - მთლად უკეთესი (თან პსვმ ვერ დაიწყო მთლად კარგად სეზონი, მარა გასვლაზე კარგები არიან)
სავარაუდოდ იმავე შემადგენლობით დავიწყებთ, როგორც გრანადასთან, ოღონდ ტორესი იქნება გამეიროს ადგილზე
არადა გაიტანიც მინდა >.<

4 გრადუსია მოსალოდნელი, 3500 კილომეტრის გადაფრენის მერე, ზედმეტად "ცივი" დახვედრა გამოდის
მაგრამ ჩოლომ ილაპარაკა უკვე გუშინ - ბავშვობაში ყინვაშიც ვთამაშობდით, ბალახზეც, ასფალტზეც და ყველგან, ფეხბურთი უნდა ითამაშო იმის მიუხედავად, მზეა, ცივა, ქარია თU თოვსო
საული დაგვიბრუნდა, მაგრამ ალბათ არ დაიწყებს. ხოსემა, მოია, აუგუსტო, ჩერჩი ისევ ტრავმებით არიან
თექვსმეტი ათასი კაცი ეტევა როსტოვის მოედანზე და იმედია დაიშლებიან 16 წუთის შემდეგ
მალევე უნდა გავინაღდოთ მოგება, რომ გრიზმანმა ისევ დაისვენოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა გავინაღდოთ და სევილიასთან რთულ გასვლაზე გადავერთოთ
აუპა, ატლეტი