vasovaso92 კი, თან ესპანიოლი კარგ ფორმაშია (ხუთი მატჩია, არ წაუგიათ) მაგრამ მოვიგებთ მაინც დიდი ალბათობით. სახლში ვართ, ბოლოს და ბოლოს
ხაიმე ლატრე იქნება მსაჯი, რომელთან ერთადაც სელტა გავანადგურეთ ამ სეზონში. იმედია ახლაც აღმავლობის დასაწყისი იქნება, როგორც სექტემბერში
ფილიპე გამოგვიჯანმრთელდა ამასობაში და სავარაუდოდ დაიწყებს კიდეც სასტარტოში. საწყის თერთმეტეულში ასევე შეიძლება ველოდეთ კარასკოს და ხიმენესს, რომლებიც გუნდს შუა კვირაში გუიხელოსთან 6:0 გამარჯვებაში დაეხმარნენ გუნდს. ბოლო გოლი რობერ მანიასმა გაიტანა, რომელიც 20 წლისაა და მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა. 10 წლიდან ჩვენს აკადემიაშია, ბავშვობის ოცნების ახდენას ჰგავდა გოლის გატანა და არასოდეს დავივიწყებო, ინტერვიუში თქვა.
საინტერესოა, რომ კიკე სანჩესთან (ესპანიოლის მწვრთნელი) არასოდეს მოგვიგია - ოთხი ფრე და ორი წაგება გვაქვს, ნავსის გატეხვის დროც მოვიდა
ესპანიოლთან თამაშებს რაც შეეხება:
ესპანიოლის რიგებში ხუთი ჩვენი ყოფილი ფეხბურთელია, მათ შორის დემიკელისი
თასის მატჩზე ალკორკონს დაუზავდნენ 1:1, უცნაურია. ლიგაშI მეთორმეტე საფეხურზე არიან, თუმცა მხოლოდ 6 ქულით ვუსწრებთ
შიპაკონსეს ტრაგედიას მეტად უმოქმედია ფეხბურთელებზე, წუთიერი დუმილიც ჰქონდათ ვარჯიშზე
თუმცა სიმეონეს თქმით, ახლა უკვე ესპანიოლთან მატჩზე გადაერთო გუნდი
VIDEO წინა წელს ვისაც გახსოვთ, 1:0 მოვიგეთ, თუმცა ტიაგომ მიიღო მაშინ ტრავმა და სეზონის ბოლომდე გამოგვაკლდა
ყოველთვის ფიზიკურად ინტენსიური დაპირისპირებები გამოდის ხოლმე, თუმცა სანჩესმა შეცვალასავით გუნდის სტილი და ვნახოთ, რა იქნება
დღეს კლასიკოცაა, სადაც ბომბის ჩამოვარდნა საუკეთესო შედეგი იქნება
დანარჩენის აუკეთესო შედეგებიდან ბარსელონას მოგება ან ფრე გვირჩევნია, რადგან რეალთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ძალიან დავკარგეთ + ლიდერთან სხვაობა რაც უფრო შემცირდება, ჩვენთვის უკეთესი. თუ ჩაიჯვამენ მაინც და მოსტჰყვნიათ პატრონი, ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ
პ.ს. გრიზმანი
მსოფლიოს მინიმუმ მესამე საუკეთესოფეხბურთელი
VIDEO This post has been edited by Darker Side on 3 Dec 2016, 16:18