იმათთვის კიდევ უფრო უადგილო იყო, ჩვენ ლესტერს მაინც ვეთამაშებით
გაიტანი და გამეირო არ არიან განაცხადში და გუნდისგან ცალკე ვარჯიშობენ
იმედია კვირისთვის მაინც იქნებიან მზად
ისევ 15 კაცით უნდა ვითამაშოთ, ასე გამოვიდა, მაგრამ ის 15 კაცია, რომელმაც სოსიედადთან და სევილიასთან ძალიან კარგი თამაში დადო
სიმეონემ ერთი დღე გაათავისუფლა სოსიედადთან მატჩის დამწყები ფეხბურთელები და იმედია კარგად დაისვენეს
(კოკეს გარდა that is, ამას 70000 ევროიანი საათი წაართვა შეიარაღებულმა მძარცველმა, მანქანაში რომ ჯდებოდა)
არ გაუჭირდება ახლის ყიდვა, ეჭვი მაქვს
სოსიედადთან თამაშის დროს ჩოლოს ძაან ფრაზები უძახნია ჩვენი ფანებისთვის - თუ ვინმემ უყურეთ, გემახსოვრებათ, რომ თამაშის ბოლოს გიჟს გავდა
თურმე დაუყვირია, აქ რისთვის ხართ მოსული, რეალის ფანები ხომ არ ხართ, სენდვიჩები გამოიღეთ პირიდან და იყვირეთ მთელი ძალით, მთავრდება თამაშიო
მაგათი აჯობებდა, რო არ გაეგონათ
დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, დერბის მნიშვნელობაზე ლაპარაკი მეზარება, გავანებოთ თავი
სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ორივე გუნდისთვის ძალიან
ჩვენ სევილიას 11 ქულა ამოვუქაჩეთ 4 ტურში და 3 ქულით ვუსწრებთ, რეალს კი ამ თამაშის მოგება იმისთვის ჭIრდება, რომ კლასიკოს აზრი შეუმციროს
ამიტომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, არამარტო ბერნაბეუზე ზედიზედ მოგებების ულამაზეს სერიას გავაგრძელებთ, შეიძლება ამის გამო ჩემპიონობაც დაკარგონ და უტიტულოდ ჩაამთავრონ სეზონი, რაც უმშვენიერესი სანახავი იქნებოდა
რეალმა ჩვეული ბინძური კამპანია წამოიწყო, რასაც ყველა დერბის წინ აკეთებენ ხოლმე - ადრე თუ გრიზმანის, კარასკოს, გოდინის წასვლაზე არხევდნენ ჭორებს, ახლა თეო ერნანდესს მიადგნენ კლუბის გაუფრთხილებლად და ხმები დაყარეს, 24 მილიონიან გამოსასყიდს გადავიხდით სეზონის ბოლოსო
თეო მართლა მაგარი მარცხენა მცველი დგება, ალავესში ბრწყინვალე სეზონი აქვს და ნახევარი პრემიერლიგა აკვირდება
თუმცა სერესომ გააკეთა განცხადება უკვე - ჩვენი ფეხბურთელია და სეზონის ბოლოს ისევ ჩვენ დაგვიბრუნდებაო. ფილიპემაც ანალოგიურად - მომენატრა კონკურენცია, მოვიეს და ვიბრძოლებთ სასტარტოსთვის და როცა 10 წლის შემდეგ ფეხბურთს შევეშვები, ჩემი ადგილი კარგ ხელში დარჩებაო
არა, სერიოზულად, ისე გაბრაზდნენ ამის გამო ჩვენები, მატჩისწინა ცერემონიულ სადილზე თქვეს უარი ლამის,რაც დიდი ტრადიციის დარღვევა იქნებოდა
რეალი კარგ ფორმაშია, ლეგანესთან სტარტერები დაასვენეს და ისე მოიგეს, ამიტომ ჩვენთან ძირითადით გამოვლენ სავარაუდოდ
თავიდანვე სწრაფ ტემპში დაწყებას ველოდებით იმათგან და სწრაფ გოლს მიაწვებიან, რაც ზიდანის საყვარელი მოთხოვნაა ხოლმე
ეს სიმეონემაც თქვა პრესკონფერენციაზე - მაგრად შემოგვიტევენ თავიდან და პირველი 20-25 წუთი ყველაზე ინტენსიურ პრესინგს ითამაშებენო
ამიტომ უკეთესად უნდა დავიწყოთ და არ ვაცადოთ უპირატესბის მოპოვება.
ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ გამოვიყენოთ ყველა შანსი თუ არა, იმის ნახევარი მაინც, რაც შეგვექმნება
კარასკომ და გრიზმანმა ფინიშინგის პრობლემებს უნდა გაართვან თავი და მომენტები ისე არ ანიავონ, როგორც სოსიედადთან ან სევილიასთან
ერთ-ერთი საკვანძო კი სავიჩის კარგი თამაში იქნება, ნოემბრის დერბიზე ყველაზე ცუდი მოთამაშე ეგ იყო და რონალდომ უბრალოდ მიწასთან გაასწორა
ხიმენესს ვუჩიოდით აგრესიის გამო და ამან თუ ვერ აიყვანა თავი ხელში, რავიცი.
ესეც სიმეონეს პრესკონფერენცია სრულად
VIDEO დიდი თამაშისკენ დიდი გულებით
აუპა, ატლეტი