არა, ფავორიტები ვართ, ნამდვილად
პირველად, ოთხი წლის განმავლობაში გვაქვს მეოთხედფინალი, სადაც ფავორიტები ვართ
ლესტერის გავლა შეგვიძლია და ეს დასამტკიცებელი გვაქვს
სრული კონცენტრაციით და არც ერთი შეცდომის დაშვებით, შანსების რეალიზაციით და ფილტვების მოედანზე დატოვებით, ეს ბარიერი უნდა გავიაროთ.
მადრიდული თამაშისთვის, გუშინდელი ინციდენტიდან გამომდინარე, უსაფრთხოების 1000 თანამშრომელი იზრუნებს
სამწუხაროდ, განაცხადშI ისევ ვერ მოხვდა გამეირო, რომელმაც გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა
ასევე გამოტოვა ვარჯიში, თუმცა განაცხადშია გაიტანი, ველქამ ბექ, ნიკო <3
თუმცა დღევანდელ სასტარტო შემადგენლობას ეს სიახლე ალბათ არ დაეტყობა
ობლაკი, ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე, გაბი, კოკე, საული, კარასკო, გრიზმანი და ტორესი
სწორედ ამ განლაგებით ჩავატარეთ ბოლო ვარჯიშიც
აღსანიშნავია, რომ ლესტერისთვის ეს სულ მეოთხე ევროპული ტურნირია, რომელშიც მონაწილეობა მიუღია
წინა სამიდან ორჯერ კი ჩვენ გამოვაგდეთ. 1961-62 წლების სეზონში 2:0 და 1:1 დასრულდა მატჩები თასის მფლობელთა თასზე, ხოლო 97-98 წლების სეზონში შინ ჯერ 2:1 მოვუგეთ მე-11 წუთზე გოლის გაშვების მიუხედავად, შემდეგ კი გასვლაზე დავამარცხეთ 2:0. იმ თამაშებში კიკო, კამინერო, ვიერი იდგნენ და ამ უკანასკნელმა გოლიც გაიტანა. სხვათა შორის, ბრიტანული მატჩი ძალიან დაძაბული იყო და რეფერი 1-2ჯერ ნამდვილად შეცდა ჩვენს სასარგებლოდ, პენალტი როცა არ დანიშნა.
კალდერონზე ბოლო 34 მატჩიდან 28 გვაქვს მოგებული და მხოლოდ 2 წავაგეთ (გაიტან, შენ რა გითხარი :დ). წელს გოლი მხოლოდ როსტოვისგან გავუშვით და მხოლოდ ბაიერთან ვერ მოვიგეთ. ინგლისურ გუნდებთან 4 თამაშია არ წაგვიგია და ჩელსიც გვემსხვერპლა აგერ სამი წლის წინ. ბოლოს ბრიტანულ გუნდთან (ბოლტონთან :დ) 07/08 სეზონში წავაგეთ. ბრიტანულ კლუბთან სიმეონეს არასოდეს წაუგია. ჩვენი დაცვის სიძლიერეზე მეტყველებს ისიც, რომ პლეი-ოფის ბოლო 8 საშინაო შეხვედრაში საერთოდ გოლი არ გვაქვს გაშვებული. იმედია კაკას ხსენება კიდევ დიდხანს მოგვიწევს.
იმათგან ჰუტი, ნდიდი, სლიმანი და ვარდი არიან გაფრთხილებების ზღვარზე. სავარაუდოდ, სამი მათგანი მაინც დაიწყებს ძირითადში და იმედია 1-2 ყვითელს ავკიდებთ. ნებისმიერის დანაკლისი მათთვის დიდი დარტყმა იქნება (ნდიდის - ყველაზე მეტად). რასაც ლესტერის თამაშებს ვუყურებ, ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი ოლბრაიტონია, რომელსაც ბოლო დროს ყველაფერი მისდის. ჩვენმა ფულბეკებმა კიდევ ერთI უშეცდომო თამაში უნდა ჩაატარონ. ასევე უშეცდომობა მოეთხოვებათ ცენტრალურ მცველებსაც, თორემ ვარდის ბოლო 10 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა. სიმეონემაც ვარდი გამოყო მთავარ საფრთხედ პრესკონფერენციაზე.
მოკლედ, უნდა მოვიგოთ, დამაჯერებლად და სუფთად, და ოსასუნას თამაშს შევხვდეთ კარგი განწყობით
აუპა, ატლეტი
VIDEO