shukera ვაიმე ვიეტოს რა მოწყენილი სახე აქვს ზემო სურათში
i feel for the guy
გავყიდით ალბათ მაგას, რამდენიმე კლუბმა შემოგვთავაზა 16+ მილიონი, ჩვენ სამპდორია ავარჩიეთ, 20 მილიონს იძლევიან (რამდენადაც ვიყიდეთ) და ლუსიანოს თანხმობაა საჭირო
მთლად ჩაჯმული სატრანსფერო სეზონიც არ გვაქვს ისე, ვიტოლოს ყიდვის გარდა დიეგო კოშტას საგა მიმდინარეობს
კონტეს დებილი მესიჯის გამო პირდაპირ ამბობს, რომ მხოლოდ ატლეტიკოში უნდა თამაში, არც შეკრებებზე აპირებს მისვლას და ტრანსფერს ითხოვს
დააჯარიმეს, მაგრამ თვეში მხოლოდ 2 კვირის ხელფასის ოდენობაა მაქსიმალური ჯარიმა და შეუძლია უბრალოდ არაფერი აკეთოს და ფული გამოიმუშავოს
ჩვენებმა 20 მილიონის ბიდი გააკეთეს
რაც სასაცილოა, მაგრამ ამ სიტუაციაში რატომაც არა. იმედია მოებმება თავი 31 აგვისტომდე და დაბრუნდება სახლში
ლაკაზეტზე მაინც დამწყდა გული :\
პრესეზონს ვუყურე და ლივერპულთან თამაში გამიხარდა ყველაზე მეტად
ფეხი არ გაანძრევინეს კლოპოს ბიჭებს და ის ერთადერთი გოლიც არარსებული პენალტით გაგვიტანეს
თამაშის მერე გერმანელი ტრადიციულად ცოფებს ყრიდა, ატლეტიკოს ფეხბურთი არ უთამაშია, მარტო მოგება უნდოდაო
თასი მაინც ჩვენ დაგვრჩა
წინა წლიდან კიდევ ერთი მცირე დეტალი, რისი გამოტოვებაც არ იქნება კარგი, ტიაგოს ამბავია
დაასრულა კარიერა ოფიციალურად და ჩოლოს სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა, წარმატებები ვუსურვოთ
ახალი სეზონი კი საინტერესო უნდა გამოვიდეს, მიუხედავად იმისა,რომ ახლანდელი გადმოსახედით, რეალთან ახლოსაც კი ვერავინ მივა, ისეთ ფორმაში არიან
ბოლო 68 თამაშში გაიტანეს გოლი და ზიდანს იმდენივე ტიტული აქვს, რამდენიც თამაში წაგებული (აქვე გავიხსენოთ, პირველი თამაში ვისთან წააგო, რატომაც არა
)
ბარსას ჩვენზე უარესი პრობლემები აქვს, სევილია ვიტოლოს და სამპაოლის წასვლის შემდეგ დასუსტდა, ვალენსია საინტერესო იქნება მარსელინოს ხელში და ვილიარეალის დაცვა თუ ისევ ისე მყარად იდგება, ეგეც საინტერესოა. თუმცა სასწაული ტრანსფერები არ განხორციელებულა და დაღვინებული შეხვდება ყველა გუნდი 17-18 წლების მოკლე სეზონს.
სეზონს ვიწყებთ ჟირონასთან გასვლითი მატჩით, სადაც დაგვაკლდებიან გოდინი და თომასი გაფრთხილებების, ხოლო ფილიპე და გამეირო - მცირე ტრავმების გამო
გამოძახებულია 18 ფეხბურთელი, ახალგამოჯანმრთელებული აუგუსტოს ჩათვლით, რომლის დიდი იმედი გვაქვს
ჟირონა ქვედა დივიზიონიდან ახალგადმოსული კლუბია, რომელსაც დარჩენა აქვს მთავარ მიზნად დასახული
პირველად ვეთამაშებით ისტორიაში და პრინციპში, არაფერი ვიცით მათზე
სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თამაშს, თორემ წინა წლის საშინელი სტარტის გამო რამდენჯერ დამითვლია დაკარგული ქულები, არ ვიცი
თან მანჩესტერ სიტის მოუგეს რამდენიმე დღის წინ. ამხანაგურში, მაგრამ მაინც.
ეს პრევიუ
VIDEO ეს დღეისთვის გამოძახებული ფეხბურთელები
ეს სავარაუდო შემადგენლობები
წარმატებები გუნდს და გილოცავთ ახალ სეზონს, მოვიდა როგორც იქნა, გრძელი და დამღლელი ზაფხულის მერე
აუპა, ატლეტი <3