ძაან გაცვდა უკვე ეს თემა,წერაც მეზარება უკვე

რამოდენიმე დეტალს გავიხსენებ უბრალოდ,მით უმეტეს,რომ მაშინ ლაივში მაქვს ეს თამაშები ნანახი რაი დუეზე და რაი ტრეზე სატელიტით (მქონდა ამისი ბედნიერება)
1. მარტო იუვენტუსი არ დაუსჯიათ,ლაციო და ფიორენტინაც გააგდეს,ძალიან ბევრ გუნდს ქულები დააკლეს,გამოძიების მასალებით მილანს უფრო მეტი სასჯელი ეკუთვნოდა,მაგრამ მაშინ ბერლუსკონის პარტია მართავდა ქვეყანას,თვითონ პრემიერი იყო და მაქსიმალურად სუფთად გამოძვრნენ! იუვენტუსს საერთოდ სერია დ-ში აქვეითებდნენ,მაგრამ ახალმა სტაფმა აღიარა რიგი მომენტები და ბ-თი დაკმაყოფილდნენ,თორემ აი,დარტყმა მერე გენახათ! თან მილანი რომ არ დააქვეითეს,შესაბამისად იუვეც ვეღარ დასაჯეს ისე მკაცრად... (ვისთვის როგორ აქაც)
პერუჯას გახმაურებული მატჩი წინა სეზონის გამოძახილი იყო - წინა სეზონში ლაციოს სუფთად და ალალად ეკუთვნოდა ჩემპიონობა,მაგრამ მაგ წელს მილანი 100 წლის ხდებოდა და ყველაფერი ქნა ფედერაციამ,რომ გაექაჩათ მილანი - მახსოვს,ლაივში ვუყურე ბოლონიასთან თამაშს,2:2-ზე ჯარიმა დაინიშნა,მსაჯმა 8 წუთი დაამატა,სამჯერ დაარტყა მილანმა ჯარიმა და რაღაც აბსურდული მიზეზების გამო გადაათამაშებინა მსაჯმა და მესამე დარტყმაზე ნგოტიმ გაიტანა და ისე მოიგეს - ეს რაც ლაივში ვნახე,თორემ იმ სეზონში უამრავჯერ წაეხმარნენ მილანს და ჩემპიონი გახადეს,რომში სერიოზული ვნებათღელვა იყო,ძლივს ჩააწყნარეს,შემდეგ წელს ისევ იბრძოდა ლაციო ჩემპიონობისთვის,თუმცა უკვე იუვენტუსს მიეხმარნენ რამოდენიმე თამაშში და კრანიოტი საერთოდ გუნდის მოხსნას აპირებდა სერიალიდან,სერიოზული სკანდალი იწეოდა,იმ წელს რომ ლაციო ჩემპიონი არ გამხდარიყო,გამოსვლები და მთელი ამბები - სერია ა-ს კუბო გამოიტანეს,რაღაცეები დაწვეს და მოკლედ,რომ შეენარჩუნებინათ ეს ჩემპიონატი,მოუწიათ მაიმუნობა ფედერაციას და მსაჯთა კორპუსს (ამაში კი იყვნენ მასტერები) და ასე მოყვა იუვენტუსი პრიკუპში - ანუ,იქ რეალურად ლაციოს ბედი წყდებოდა...
ინტერმა რომ წააგო ლაციოსთან 4:2 გასვლაზე,ეგ თამაში არაფრის მომცემი არ იქნებოდა,მანამდე ზედიზედ 2 ტური საშინლად დაწვეს კიევოსთან და მეორე აღარ მახსოვს,ორივე მოგებული თამაში წაართვეს,ხან გოლი არ ჩაუთვალეს,ხან მოწინააღმდეგეს ჩაუთვალეს აბსურდული გოლი,თორემ რეალურად 3 ტურით ადრე ხდებოდა ინტერი ჩემპიონი...
კიდევ არის ძალიან ბევრი ფაქტი - უბრალოდ,მაშინ საქართველოში არც ინტერნეტი იყო,არც პრესით შუქდებოდა ეს ამბები და უმეტესობა აქედან პატარებიც იყავით და არც კადრები გემახსოვრებათ,თორემ ეს კალჩოპოლი არც 2006 სეზონის გამო მოხდა (როგორც აქ ბევრი უტრირებთ) დაც 05-ის,ეს იყო წლობით დაგროვილი პრობლემა,უბრალოდ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ანიელის კლანს იმ დროინდელ პოლიტიკურ სპექტრში და სანამ პოლიტიკა არ შეიცვალა,სანამ ფედერაციაში ხალხი არ შეიცვალა,მანამდე არაფერი არ მოხდა!
რაც შეეხება,თუ რატომ არ იყო ლიგაზე ინტერი და რატომ იუვენტური - მაშინ მარტო 1(!!!) გუნდი გადიოდა,ჩემპიონი და მერე დაამატეს მეორე! ინტერმა მაგ პერიოდში სამჯერ მოიგო უეფა,რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა დონით ლიგას,რადგან წარმოიდგინეთ,2-3-4 გუნდები თამაშობდნენ იქ და არა ახლა,რაღაც ჩორნომორეცები და გაბალები და ###ობები!
პ.ს. თქვენ კიდევ მრავალი წელი შეგიძლიათ იდაოთ აქ და ჭუჭუები ატოლოთ ერთმანეთს (ჯიგრულად,შუტკა

) მაგრამ რაც მოხდა და რაც უკვე ყველამ იცის,ის უკვე ფაქტია და მომხდარია - უბრალო მსაჯის შეცდომებზე ლაპარაკი ღიმილის მომგვრელია,როცა მთელი სისტემა არსებობდა და ის სისტემა დაინგრა - თუნდაც ის,თუ როგორ ხვდებოდნენ იტალიის ნაკრების ფეხბურთელები იუვენტუსში ლიპის დროს,რის გამოც მის შვილს სამუდამოდ აეკრძალა აგენტურული საქმიანობა - მოკლედ,ბევრი რომ არ გავაგრძელო,ჩვეულებრივ მსაჯის შეცდომებზე არაა ლაპარაკი. უბრალო მსაჯის შეცდომა იყო,როცა მაგალითად კონტეს 50-მატჩიანი წაუგებელი სერია რომ შევაწყვეტინეთ იუვეს ახალ სტადიონზე - პირველივე წამებზე 3 მეტრიანი ოფსაიდი გაატარა მსაჯმა,შეგიძლიათ დასერჩოთ და ნახოთ იუთუბზე,ან როცა სერია ბ-დან ახალგამოსულზე კამორანეზიმ 6 მეტრიანი თამაშგარედან გაგვიტანა

)) - აი,ეგ იყო უბრალო მსაჯის შეცდომები,თორემ რაც 2006 წლამდე ხდებოდა,ეგ იყო სისტემური კრახი,როცა კლანების დონეზე წყდებოდა ყველაფერი!
მე მომწყინდა უკვე,მაგრად მკიდია,ატოლეთ და იყავით

- უბრალოდ,როცა დიდ გუნდობაზე და დიადობაზეა ლაპარაკი,ცოტა ისიც ტეხავს,რომ მაიმუნობის გამო დაგაქვეითებენ

ბაზარი არაა,დადგა ახალი დროება,იუვენტუსმა ყველაზე ჩქარა აუწყო ფეხი დღევანდელობას (ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი იტალიაში) სტადიონი ააშენა და დაბრუნდა ისევ გრანდებში,ახლა ყველანაირი პირობა აქვს,რომ ისევ იბრძოლოს მწვერვალებისკენ ასასვლედად - ინტერს და მილანს აქამდე ეს საშუალება არ ჰქონდათ,მაგრად დაარტყა ამ კრიზისმა და დიდი ვალები ჰქონდათ,მაგრამ ნელ-ნელა იქაც სწორდება სიტუაცია,ინტერში აგერ ფულს დებენ,გაზაფხულიდან მილანშიც ჩადებენ და სადღაც ერთ წელ;იწადში ისევ ერთ ლეველზე გავლენ და დიდი იმედი მაქვს,რომ წარსული კორიფცია,მაფია და მაიმუნობა აღარ განმეორდება და ყველაფერი მოედანზე გადაწყდება,რაც პირველ რიგში ისევ იტალიურ ფეხბურთს და ისევ ამ გუნდებს წაადგება!
პ.ს. აქვე,ჩავამატებ - ვინ როგორ დაისაჯა იმ წელს:
Luciano Moggi: life ban from football and a recommendation to the FIGC president that he be banned for life from membership of the FIGC at any level.
Antonio Giraudo: Fined €20,000, five-year ban from football, three years jail, and a recommendation to the FIGC president that he be banned for life from membership of the FIGC at any level.
Paolo Dondarini: Two years' jail.
Tullio Lanese: Two years' jail and a 2 1⁄2-year ban from football.
Innocenzo Mazzini: Five-year ban from football.
Massimo De Santis: Four-year ban from football.
Diego Della Valle: 3 3⁄4-year ban from football.
Pierluigi Pairetto: 3 1⁄2-year ban from football.
Andrea Della Valle: Three-year ban from football.
Pasquale Foti: 2 1⁄2-year ban from football and fined €30,000.[6]
Claudio Lotito: 2 1⁄2-year ban from football.
Leonardo Meani: 2 1⁄2-year ban from football.
Fabrizio Babini: One-year ban from football.
Gennaro Mazzei: One-year ban from football.
Adriano Galliani: Five-month ban from football.
Gianluca Paparesta: Five-month ban from football.
Claudio Puglisi: Three-month ban from football.
Franco Carraro: Fined €80,000.
Pietro Ingargiola: Given a warning.
This post has been edited by Amadeo on 25 Jan 2017, 20:16