რა მორალს გვიკითხავთ აქ იუვეს გულშემატკივრები?

)) რა ვერ გადაყლაპეთ ის წაგება, რა ვერ ჩაღეჭეთ ეს ბოღმა?

)))
ეს ტერმინიც "კიდიათ" თქვენი შემოგდებულია და მერე თქვენივე ატაცებულია!!! ფაქტია, რომ გუნდს არ ჰყოფნის ძალა და რესურსი, რომ ორ - სამ ფრონტზე თანაბრად იბრძოლოს!
დაასვენა ძირითადი იუვეს თამაშის წინ და თქვენი თვალით ნახეთ, რაც მოხდა - ბრძოლაშიც აჯობეს და სირბილშიც (თამაშით რომ აჯობეს, ეს სხვა თემაა, ახლა აქ ამაზე არ ვლაპარაკობთ) - ანუ, გამართლებული იყო, რომ ბერ შევასთან მეორე შემადგენლობას უნდა ეთამაშა! მარიო, კონდოგბია და ბარბოსა ევროპის განაცხადში არ გვყავს, ძალიან მწირი შესაძლებელობები გვაქვს იქ ისედაც, შალანას გასაგონად ვიტყვი, რომ ფულს ხარჯავს ინტერი, მაგრამ ხარჯვასთან ერთად ფეირპლეისაც ვეღარ აკონტროლებს,ამიტომაც არის, რომ ვერ დააზაიავკა ფეხბურთელები!!!
პროგრამა მინიმუმიც და მაქსიმუმიც სამეულში მოხვედრაა, ყველა რესურსი ამაზეა მიმართული და უამისოდ სეზონი ჩავარდნილია ჩვენთვის - თქვენ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ იგუაინი სკამზე დასვათ, ჩვენ იკარდის რომ რამე მოუვიდეს, შემცვლელი არ გვყავს!
ისე დარდობთ და ისე წუწუნებთ, გეგონება ჩვენზე მეტად ნერვიულობთ იტალიის ქულებით

))) არა, მორიგი საბაბი გაქვთ, რომ ინტერს წაკბინოთ, არა და სამი ტური გავიდა თქვენს იუვენტუსის წაგების მერე!

აქ მთავარი იუვენტუსი არაა, სხვა გუნდიც რომ ყოფილიყო, მაინც სათადარიგო სასტავი დადგებოდა ევროპა ლიგაზე - ისევ შალანას გასაგონად, მაშინ რატომ გამდიხართო - აბა, მეოთხეზე გავიდა და რა ქნან?

)))) სამეულისთვის იბრძოდა გუნდი და იმიტომ აიღო ამდენი ქულა თორემ შეიძლება მართლა ერჩივნა გუნდს უფრო ქვედა ადგილი - დასვენების მეტი საშუალება იქნებოდა!!!
და ის კიდევ, არ ვიცი, მერამდენე ალტეროთ პოსტავს, ამიტომ ამ კონკრეტულ ნიკს აღარ ვიტყვი, მის გასაგონად - ძანეტი და აუზილიოა ჩამპალი დირექტორატი, თუ ჩინელი სპონსორები, რომლებიც ჯერ დროსა და სივრცეში ვერ გაერკვნენ, უბრალოდ დგანან და დიდ ფულებს ისვრიან! მოჯის და ჯირაუდოს პატრონები ინტერის დღევანდელ დირექტორატზე ხმას რომ ამოიღებ, მაგარი ღადავია, ნუ სამარცხვინო თუ არაა
ნუ დარდობთ და ნუ ღელავთ, წადით ისევ პოგბა და ვიდალი გამოიტირეთ - შეთამაშდება და ათამაშდება ეს გუნდი ნელ ნელა, ზამთარში დარმიანი დაემატება, მომავალ გაზაფხულზე კიდევ 2-3 სტარი, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია სამეულში გავძვრეთ!

ჩვენ კი ვხვდებით, რეალურად რაც გადარდებთ, მაგრამ...

))) რა ვიცი, მილანს რატომ არ დასტირიხართ ასე?