მოდით ახლა პსჟ-ზეც ვისაუბროთ ცოტა ))
რა მაგარი გუნდია არა ? ძალიან კარგები არიან, ლამაზი, უკვე ჟილკაც ეტყობათ, მშვენიერი შემადგენლობა, ბოლო 3 ევროპა ლიგის გამარჯვებული მწვრთნელი
პირველ მატჩში რა ქნეს არა ? სასწაული მოახდინეს, როგორ ლამაზად ითამაშეს, რა კარგი გოლები გაიტანეს, ყველანაირი მოთამაშე ყავთ, ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანს რომ მოეწონება. საოცრებათა ქალაქიდან არიან, ზღვა ფინანსები,
და მეორე მატჩში რა ქნეს

აი უბრალოდ ისტორია ისე გადაწერეს რომ შავ ლაქად დარჩნენ
დარწმუნებული ვარ იმის მეასედიც რომ მოენდომებინათ რაც პარიზში ქნეს გასულები იქნებოდნენ

ვიღაცა მეტყვის დებილი ხარო მაგრამ უნდა დავწერო, ბარსელონას 6 გოლის არაფერი არ შეუქმნია, ექვსის კიარა 2 გოლისაც არ უთამაშია, ვისაც ახსოვს რა იყო ბარსა, დომინანტი და ა.შ დამეთანხმება რომ ეს ბარსას ერთ-ერთი ცუდი თამაში იყო. როგორო იკითხავთ 4-0ს მერე 6-1 მოიგესო
მაგრამ ვიცი ვინც მოესწრო პეპის დომინაციას და ა.შ იცის რა იყო ბარსა როგორ გუდავდა და რას თამაშობდა
ან იგივე ყბის ტრიპლეტის დროს რა მასირებული გუნდი იყო. ალბათ წითელსახას ბაიერნის მსგავსი მოშნი მანქანა. მაგრამ პსჟსთან ბარსას აჩრდილი დარბოდა
და პსჟმ ისე ქნა რომ აჩრდილმა 6-1 მოიგო

მსაჯებზე შენიშვნები მაქვს ბევრი, მაგრამ მაგის დაწერას აზრი არ აქვს
აი უბრალოდ პსჟ დარწმუნებული ვარ ამოქაჩავს, შეიძინა მწარე გამოცდილებაც და თუ პროექტი გაგრძელდა დომინაციას შეძლებს, იმიტომ რომ არ არის დასაკარგი გუნდი და დასაკარგი შემადგენლობა

საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა რომ ყველაზე მეტად უნაი ემერი შემეცოდა
ადამიანმა წარმოუდგენელი სიხარული გამოხატა 3-1ზე ისეთი რომ რავიცი, გულში ეხუტებოდა ყველას და ახტებოდა გახარებული
აი რაც მეექვსე გოლზე ქნა ყბამ, უნაიმ ეგ იმ ერთ გოლზე ქნა.
და უბრალოდ მეგონა რომ სადღაც ინფაქტი დაარტყამდა და მოკვდებოდა, სტადიონზე თუარა მატჩის მერე კომენტარის დროს მაინც

კარგია არ არის დებილი ტიპი უნაი. გამოცდილება აქვს. ახლა დაჯდება იფიქრებს, გაიზრდება უფრო როგორც მწვრთნელი და გამოიტანს დასკვნებს
ასე მგონია რომ მომავალში პსჟ მართლა ის გუნდი იქნება რომელთანაც შეხვედრა ისე არ მოუნდება არავის, როგორც ბაიერნთან, რეალთან და ბარსასთან (ბოლო წლების დომინანტები)
ასეა თუ ისეა პსჟ არა იმენა უნაი ემერი შემეცოდა გულით
ყველაზე მაგარი ტიპია იმენა. ინტელექტი ეტყობა, ტემპერამენტი, საქმის პროფია, იცის საქმე და მოხოდავს პსჟს
ვინმემ არ იფიქროს რომ გაკადნიერებული ტიპი ვარ
მაგრამ ტიაგos დებილი დედა მინდა მოვიკითხო, კაპიტანი კიარა რაც მალე მოიშორებენ გუნდიდან მით უკეთესო
და იყო დრო პიკეს, რამოსს და მართლა ისეთ ტიპებს ადარებდნენ რომლებმაც ყველაფერი მოიგეს და ყველაფერი დაამტკიცეს.
საზიზღარია და რაც მთავარია თარსი ტიპია.
This post has been edited by GSW. on 10 Mar 2017, 22:23